WU19 | სომხეთი 0:7 საქართველო

19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა...
WU19 | სომხეთი 0:7 საქართველო

მოლდოვა 0:1 საქართველო

ქალთა ნაკრებმა მოლდოვასთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა...
მოლდოვა 0:1 საქართველო

საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

წლის ბოლო ოფიციალურ მატჩში ჩვენი გუნდი უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება...
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ჩრდილოეთ ირლანდია 0:0 საქართველო

ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართა...
ჩრდილოეთ ირლანდია 0:0 საქართველო
WU19 | სომხეთი 0:7 საქართველო
WU19 | სომხეთი 0:7 საქართველო U19 | ქალთა ნაკრები
მოლდოვა 0:1 საქართველო
მოლდოვა 0:1 საქართველო ქალთა ეროვნული
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ ვაჟთა ეროვნული
ჩრდილოეთ ირლანდია 0:0 საქართველო
ჩრდილოეთ ირლანდია 0:0 საქართველო ვაჟთა ეროვნული

ბოლო სიახლეები

ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
14 ოქტომბერი 2026ფუტსალი
საქართველო 2:3 კოსოვო საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის პირველი მატჩი კოსოვოს წინააღმდეგ გამართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლები გიორგი ჩიმაკაძემ და ლევან სვანიძემ გაიტანეს.  მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 20 ოქტომბერს, იტალიის წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/vV3MFDfBZPI.jpg?itok=gl2jJ9mf","video_url":"https://youtu.be/vV3MFDfBZPI","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
საქართველო - კოსოვო | მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
საქართველო - კოსოვო | მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
13 ოქტომბერი 2026ფუტსალი
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს. 13 ოქტომბერს ავთანდილ ასათიანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართა. ტრავმის გამო საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო შეხვედრებს, კოსოვოს და იტალიის წინააღმდეგ, ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ღავთაძე გამოტოვებს. მზადებისა და მოახლოებული მატჩის მნიშვნელობის შესახებ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ნაკრების ფეხბურთელმა, საბა ტყეშელაშვილმა ისაუბრეს. ავთანდილ ასათიანი (ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „მსოფლიო ჩემპიონატისკენ გზას ვიწყებთ, რაც თითოეული ჩვენგანის დიდი ოცნებაა. ამ ოცნების ასასრულებლად საჭიროა, ყველამ მაქსიმუმი გავიღოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. წინ რთული და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩემი ბიჭები ამ გამოწვევისთვის მზად არიან. როგორც ყოველთვის, პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. კოსოვოს ნაკრები ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეტოქეა. შევისწავლეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და უნდა ვეცადოთ, გულშემატკივრის მხარდაჭერით, პირველი სამი ქულა მოვიპოვოთ. კოსოვოსთან მატჩის დასრულებისთანავე იტალიასთან შეხვედრაზე გადავერთვებით, თუმცა ამ ეტაპზე მთელი ჩვენი ყურადღება პირველ თამაშზეა კონცენტრირებული. მომზადების პროცესს გეგმის მიხედვით მივყვებით. უკვე ხუთი დღეა, ნაყოფიერ შეკრებას გავდივართ და, რასაც ვხედავ, ბიჭები ყველა თვალსაზრისით მზად არიან“. საბა ტყეშელაშვილი (ფუტსალის ნაკრების წევრი): „მზადების პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. გუნდში კარგი გარემო და განწყობაა. კოსოვოსთან ადრეც გვითამაშია, ვიცნობთ მეტოქის ძლიერ მხარეებს და ვიცით, რომ საკმაოდ კარგი გუნდია. მიუხედავად ამისა, გამარჯვების დიდი იმედი გვაქვს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“. საქართველო-კოსოვოს მატჩი 14 ოქტომბერს, 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. მატჩზე დასწრება უფასოა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა ტყემალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარშილაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი) წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (პსპ), არჩილ სებისკვერაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ირაკლი თოდუა (პსპ), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ლევან სვანიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (კსუ), საბა ტყეშელაშვილი (გომელი, ბელარუსი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი) {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/I_sCY4GCc14.jpg?itok=LkcciBf4","video_url":"https://youtu.be/I_sCY4GCc14","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
11 ოქტომბერი 2026ფუტსალი
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის დაიწყო მზადება.  ოქტომბრის სანაკრებო შეკრების ფარგლებში, ავთანდილ ასათიანის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ორ შეხვედრას გამართავს.  14 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩვენი გუნდი კოსოვოს უმასპინძლებს. მატჩზე დასწრება უფასოა. 20 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები იტალიას ესტუმრება. მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები 15 ფეხბურთელით ემზადება.  საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა ტყემალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარშილაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი) წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (პსპ), არჩილ სებისკვერაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ირაკლი თოდუა (პსპ), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ლევან სვანიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (კსუ), საბა ტყეშელაშვილი (გომელი, ბელარუსი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი) მატჩების განრიგი 14 ოქტომბერი | საქართველო - კოსოვო | 19:00  20 ოქტომბერი | იტალია - საქართველო | 22:30 მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: საქართველო - კოსოვოს მატჩებზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 12 ოქტომბრის ჩათვლით [email protected]ზე.  ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაციის ოფიციალური წერილის გარეშე გამოგზავნილი მოთხოვნები არ განიხილება. 13 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ნაკრები ოლიმპიურ სასახლეში მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწვრთნელი პროცესის საწყისი 15 წუთი. 
მოლდოვა 1:0 საქართველო
მოლდოვა 1:0 საქართველო
9 ოქტომბერი 2026ქალთა ეროვნული
მოლდოვა 1:0 საქართველო საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა. კიშინიოვში ჩატარებული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. მატჩი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა. ირის ანტმანის გუნდს ანგარიშის გახსნის რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო. შეხვედრის ერთადერთი გოლი მასპინძლებმა 67-ე წუთზე გაიტანეს. მოლდოვისა და საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებებს შორის მეორე ამხანაგური მატჩი 12 ოქტომბერს, კვლავ კიშინიოვში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/unfn6D3qjP4.jpg?itok=X0PqVnzy","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=unfn6D3qjP4","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}

გაიცანი მოთამაშე

ფოტო და ვიდეო

მოლდოვა 1:0 საქართველო
ჩრდილოეთ ირლანდია 0:0 საქართველო
უნგრეთი 1:0 საქართველო
საქართველო 0:0 უკრაინა
საქართველო 0:1 ჩრდილოეთ ირლანდია
საქართველო ევროპაზე! - ფუტსალის ნაკრები ევრო 2026-ზე ითამაშებს
ორი ევრო და ახალგაზრდულის განვლილი გზა ახალ შესარჩევამდე | 2021-25
საქართველო ევროპაზე