U19 | ლიეტუვა 7:7 საქართველო
U19 | ლიეტუვა 7:7 საქართველო
25 January 2025
ლიეტუვა 7:7 საქართველო საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დასკვნითი მატჩი გამართა. ჯგუფის მასპინძელ ლიეტუვასთან უხვგოლიანი შეხვედრა ფრედ, 7:7 დასრულდა.  საქართველოს ნაკრები მე-5 წუთზე მოსე ჩიკიროვმა დააწინაურა. მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს, ხოლო გიორგი აირაპეტიანის გაძევების შემდეგ, ლიეტუვის ნაკრებმა კიდევ ოთხი გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრები თამაშში მეორე ტაიმში დაბრუნდა. დაჩი ცალუღელაშვილის, ლიეტუველთა ავტოგოლის, მოსე ჩიკიროვის კიდევ სამი გოლის და ნიკოლოზ გოგოხიას ზუსტი დატყმის შემდეგ შემდეგ, ჩვენი გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო. თუმცა, გოგოხიას გაძევების შედეგად რიცხობრივ უმცირესობაში მეორედ დარჩენილმა საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა.  საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი 5 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა. მეინ რაუნდის საგზური ჯგუფის გამარჯვებულმა, გერმანიის ნაკრებმა მოიპოვა.  
U19 | მალტა 0:9 საქართველო
U19 | მალტა 0:9 საქართველო
23 January 2025
მალტა 0:9 საქართველო საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩი გამართა. ბესარიონ არველაძის გუნდმა მალტა დიდი ანგარიშით, 9:0 დაამარცხა.  პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა გოგოხიას, აირაპეტიანის, ჩიკიროვის და წერეთელის გოლებით 4:0 მოიგო. შესვენების შემდეგ, საქართველოს ნაკრების უპირატესობა ქარცივაძემ, ლომაიამ და გოგოხიამ კიდევ უფრო გაზარდეს, გოგოხიამ და აირაპეტიანმა კი დუბლი შეასრულეს.  საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა საქართველოს ნაკრემბა გერმანიასთან ფრედ დაასრულა. მესამე და დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 25 იანვარს, ჯგუფის მასპინძლის, ლიეტუვის წინააღმდეგ გამართავს. საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს. ფუტსალის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, 28 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, მოლდოვაში გაიმართება. 
U19 | საქართველო 1:1 გერმანია
U19 | საქართველო 1:1 გერმანია
22 January 2025
საქართველო 1:1 გერმანია საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გამართა. გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.  უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევრის დასაწყისში ანგარიში გერმანელებმა გახსნეს. საქართველოს ნაკრებმა წონასწორობა გიორგი აირაპეტიანის გოლით აღადგინა.  მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 23 იანვარს, მალტის წინააღმდეგ გამართავს, 25 იანვარს კი, საქართველოს ნაკრები ჯგუფის მასპინძელ ლიეტუვას დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.  ფუტსალის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, 28 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, მოლდოვაში გაიმართება. 
ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
20 January 2025
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სათამაშოდ ემზადება.  ჩვენი გუნდი A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მასპინძელ ლიეტუვას, გერმანიას და მალტას დაუპირისპირდება. მატჩები 22-25 იანვარს, ქალაქ დრუსკინინკაიში გაიმართება. საკვალიფიკაციო ეტაპიდან მეინ რაუნდის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.  ბესარიონ არველაძის გაწვრთნილი საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ლიეტუვაში 21 იანვარს, 12 ფეხბურთელით გაემგზავრება.  ფუტსალის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, 28 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, მოლდოვაში გაიმართება.  საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარეები: გიგი ლომაია (პსპ), ალექსანდრე ღარიბოვი (თსუ) წინა ხაზი: თენგიზ პატარაია (ბეტისი თბილისი), ლუკა მიქაბერიძე (SL აკადემია), ნიკოლოზ გოგოხია (SL აკადემია), გიორგი აირაპეტიანი (SL აკადემია), დავით წერეთელი (SL აკადემია), დაჩი ცალუღელაშვილი (ინტერის აკადემია), ილია გოგოხია-ხატისკაცი (SL აკადემია), ნიკა ქარცივაძე (თსუ), ლევან გუგუციძე (SL აკადემია), მოსე ჩიკიროვი (ბსსა) მატჩების განრიგი 22 იანვარი | საქართველო - გერმანია | 18:30 23 იანვარი | მალტა - საქართველო | 18:30 25 იანვარი | ლიეტუვა - საქართველო | 21:30  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/B8wf0P8x6Js.jpg?itok=0DSWkjMi","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=B8wf0P8x6Js","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდში ასპარეზობა დაასრულა
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდში ასპარეზობა დაასრულა
25 March 2023
შემადგენლობა და მატჩის ოქმი - ფინეთი 2:7 საქართველო საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდში ასპარეზობა დაასრულა.  ფინეთის ასაკობრივ ნაკრებთან შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, 7:2 დასრულდა.  საქართველოს ნაკრების რიგებში გოლები ზაზა იაშვილმა და გიორგი სონღულაშვილის ანგარიშზეა. 
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრები ლატვიასთან დამარცხდა
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრები ლატვიასთან დამარცხდა
23 March 2023
შემადგენლობა და მატჩის გვერდი - ლატვია 4:0 საქართველო საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში მეორე მატჩი გამართა.  ჩვენი გუნდი ჯგუფის მასპინძელ ლატვიასთან 0:4 დამარცხდა.  მეინ რაუნდის დასკვნით შეხვედრას ბესარიონ არველაძის გუნდი 25 მარტს, ფინეთის წინააღმდეგ გამართავს. 
ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები ბელგიასთან დამარცხდა
ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები ბელგიასთან დამარცხდა
22 March 2023
შემადგენლობა და მატჩის გვერდი - ბელგია 4:2 საქართველო საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში პირველი მატჩი გამართა. ბესარიონ არველაძის გუნდი ბელგიასთან 2:4 დამარცხდა. მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 2:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრების რიგებში ერთი გოლი ზაზა იაშვილმა გაიტანა, მეორე გოლი კი ბელგიელებმა საკუთარ კარში გაიტანეს. მეორე ტაიმის დასაწყისში, საქართველოს ნაკრების ძირითადმა მეკარემ, გიგი ლომაიამ წითელი ბარათი მიიღო. გადამწყვეტი უპირატესობა მეტოქემ მატჩის დასკვნით 5 წუთში მოიპოვა. მეინ რაუნდის მომდევნო მატჩს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 23 მარტს, ტურნირის მასპინძელ ლატვიასთან გამართავს. 25 მარტს, ჩვენი გუნდი ტურნირის დასკვნით შეხვედრას ფინეთთან ჩაატარებს.  ფუტსალის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მეინ რაუნდის შვიდ საუკეთესო ნაკრებს ტურნირის მასპინძელი ხორვატია შეუერთდება. ჩემპიონობისთვის სულ რვა გუნდი იბრძოლებს. ხორვატიაში მატჩები 2023 წლის 3-10 სექტემბერს შედგება.
ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდში იასპარეზებს
ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდში იასპარეზებს
21 March 2023
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდში სააპარეზოდ ლატვიაში გაემგზავრა.  ბესარიონ არველაძის გუნდი ელგავაში ბელგიის, ლატვიის და ფინეთის 19-წლამდე ნაკრებებს შეხვდება.  საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის 12 ფეხბურთელით ემზადება.  საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა მეკარე: გიორგი ლომაია (ქუთაისი), გიორგი ილურიძე (უნიონ სპორტივი, პარიზი, საფრანგეთი) წინა ხაზი: შოთიკო ანდღულაძე (35-ე საფეხბურთო სკოლა), ზაზა იაშვილი (35-ე საფეხბურთო სკოლა), საბა ელბაქიძე (დინამო თბილისი), პავლე დოლიძე (სასკოლო აკადემია), დავით გამბაროვი (35-ე საფეხბურთო სკოლა), დადუ დადუნაშვილი (დინამო თბილისი), გიგა სხილაძე (ბორჯომი), ნიკოლოზ ჯიქია (დინამო თბილისი), გიორგი სონღულაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ხუგაშვილი (თსუ 2) 22 მარტი | 18:00 | ბელგია - საქართველო  23 მარტი | 21:00 | ლატვია - საქართველო 25 მარტი | 19:00 | საქართველო - ფინეთი
U19 ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან მეორე მატჩი გამართა
U19 ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან მეორე მატჩი გამართა
8 February 2023
შემადგენლობა და მატჩის ოქმი - საქართველო 2:4 მოლდოვა  საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მოლდოვის ასაკობრივ გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და 2:4 დამარცხდა.  საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გოლები პაკო დოლიძემ და საბა ელბაქიძემ გაიტანეს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა, რომელიც 7 თებერვალს გაიმართა, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების გამარჯვებით, 5:4 დასრულდა.  მოლდოვასთან ამხანაგური მატჩები ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მოსამზადებელი ეტაპი იყო. ოფიციალურ შეხვედრებს ბესარიონ არველაძის გუნდი 22-25 მარტს, რიგაში ჩაატარებს. საქართველოს ნაკრები ლატვიის, ბელგიისა და ფინეთის ასაკობრივ გუნდებს დაუპირისპირდება.  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/vxuT29huGV4.jpg?itok=6SGKcNIQ","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=vxuT29huGV4","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
U19 ფუტსალი | საქართველო 5:4 მოლდოვა
U19 ფუტსალი | საქართველო 5:4 მოლდოვა
7 February 2023
შემადგენლობა და მატჩის ოქმი - საქართველო 5:4 მოლდოვა საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა მოლდოვის 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. დაძაბული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 5:4 დასრულდა.  ახალი მთავარი მწვრთნელის, ბესარიონ არველაძის ხელმძღვანელობით სადებიუტო შეხვედრა გუნდმა დამაჯერებლად დაიწყო. პაკო დოლიძის დუბლით და დავით მარგველაშვილის გოლით საქართველოს ნაკრებმა ტაიმი სამბურთიანი უპირატესობით მოიგო.  მეორე ტაიმში მასპინძელთა რიგებიდან კიდევ ერთი გოლი გიგი ჯანაშიამ გაიტანა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, გიორგი პარკინაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.  საქართველოს და მოლდოვის 19-წლამდე ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 8 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება. მოლდოვასთან ამხანაგური მატჩები ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მოსამზადებელი ეტაპია. {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/cRY7iHOVCjw.jpg?itok=LyNRKau4","video_url":"https://youtu.be/cRY7iHOVCjw","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება
ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება
6 February 2023
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. 7 და 8 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ჩვენი გუნდი მოლდოვის ასაკობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.  საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელის, ბესარიონ არველაძის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. ასაკობრივ გუნდს ოფიციალური მატჩები მარტში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ელის.  ? ბესარიონ არველაძე (საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „პირველი მატჩები გვაქვს ახალი ფორმაციის ნაკრებს. კარგი ფეხბურთელები არიან, თუმცა გარკვეული დრო სჭირდებათ. მოახლოებულ ამხანაგურ შეხვედრებს მარტში დაგეგმილი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ და შეცდომებს მაქსიმალურად გამოვასწორებთ. ძალიან მცირე დროა, რაც ამ ბიჭებმა ერთად თამაში დაიწყეს. შესაბამისად, შეთამაშების მხრივ გარკვეული პრობლემაა, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით ინტენსიური ვარჯიშებით დარჩენილი დრო კარგად გამოვიყენოთ“.  ? გიგი ჯანაშია (საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი): „ვემზადებით მოალხოებული მატჩებისთვის. ვფიქრობ, რომ გავიმარჯვებთ და წარმატებას მივაღწევთ. მოლდოვასთან მატჩებით დავასრულებთ მოსამზადებელ შეკრებას და მარტში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავემგზავრებით. ამ შემადგენლობით პირველად ვართ შეკრებილები, თუმცა ვცდილობთ ერთმანეთს გავუგოთ და შევთამაშდეთ“.   საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა მეკარე: გიგი ლომაია (მართვე, ქუთაისი), ლუკა ცაბაურაშვილი (ს.ლ. აკადემია), ქურდაძე გიორგი (სეუ) წინა ხაზი: გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა), შოთა ანდღულაძე (35-ე სკოლა), საბა დავითულიანი (დინამო თბილისი), ლუკა კაციტაძე (დინამო თბილისი), საბა ელბაქიძე (დინამო თბილისი), დავით კაკუბავა (ს.ლ. აკადემია), დავით მარგველაშვილი (ქუთაისი), გიორგი სონღულაშვილი (ს.ლ. აკადემია), ლუკა ჩარგეიშვილი (ბსც), პაკო დოლიძე (ს.ლ. აკადემია), გიორგი ხუგაშვილი (თსუ), დადუ დადუნაშვილი (დინამო თბილისი), გიგი ჯანაშია (ს.ლ. აკადემია). საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრების მატჩების განრიგი  7 თებერვალი | 18:00 | საქართველო U19 - მოლდოვა U19 8 თებერვალი | 15:00 | საქართველო U19 - მოლდოვა U19  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/Z1BnpO0TsRw.jpg?itok=EEjlXdEz","video_url":"https://youtu.be/Z1BnpO0TsRw","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
ფუტსალის ეროვნული და 19-წლამდე ნაკრებები ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
ფუტსალის ეროვნული და 19-წლამდე ნაკრებები ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
3 February 2023
საქართველოს ფუტსალის ეროვნული და 19-წლამდე ნაკრები გუნდები თბილისში ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებენ.  ავთანდილ ასათიანის გუნდი, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მოლდოვის წინააღმდეგ ორ შეხვედრას გამართავს. მატჩები 8 და 9 თებერვალს ჩატარდება და ორივე შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.  მოახლოებული თამაშებისთვის საქართველოს ნაკრები ლეგიონერების გარეშე მოემზადება. ავთანდილ ასათიანმა საქართველოს ფუტსალის ლიგაში მოთამაშე 15 ფეხბურთელი გამოიძახა.  საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა  მეკარე: თორნიკე ბუკია (კსუ, თბილისი), ვახტანგ ტარუნაშვილი (არმია, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი)  წინა ხაზი: შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ირაკლი თოდუა (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი) ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), გიორგი ქურდაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ნიკა გაბრიჩიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი) დავით ხეჩიკაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), ჯანიკო გიორგაია (თსუ, თბილისი), ნიკა კურტანიძე (პსპ, თბილისი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ, თბილისი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, თბილისი). საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგი 8 თებერვალი | 18:00 | საქართველო - მოლდოვა 9 თებერვალი | 18:00 | საქართველო - მოლდოვა ეროვნული ნაკრების მსგავსად, ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით სადებიუტო მატჩებს გამართავს საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები, რომელიც მოლდოვის ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრები 7 და 8 თებერვალს გაიმართება. ამხანაგური მატჩებისთვის ბესარიონ არველაძემ 16 ფეხბურთელი გამოიძახა.  საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა მეკარე: გიგი ლომაია (მართვე, ქუთაისი), ლუკა ცაბაურაშვილი (ს.ლ. აკადემია), ქურდაძე გიორგი (სეუ) წინა ხაზი: გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა), შოთა ანდღულაძე (35-ე სკოლა), საბა დავითულიანი (დინამო თბილისი), ლუკა კაციტაძე (დინამო თბილისი), საბა ელბაქიძე (დინამო თბილისი), დავით კაკუბავა (ს.ლ. აკადემია), დავით მარგველაშვილი (ქუთაისი), გიორგი სონღულაშვილი (ს.ლ. აკადემია), ლუკა ჩარგეიშვილი (ბსც), პაკო დოლიძე (ს.ლ. აკადემია), გიორგი ხუგაშვილი (თსუ), დადუ დადუნაშვილი (დინამო თბილისი), გიგი ჯანაშია (ს.ლ. აკადემია). საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრების მატჩების განრიგი  7 თებერვალი | 18:00 | საქართველო U19 - მოლდოვა U19 8 თებერვალი | 15:00 | საქართველო U19 - მოლდოვა U19  მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: მატჩებზე აკრედიტაციის მისაღებად, გთხოვთ,  ელექტრონულ მისამართზე: [email protected], მოგვწეროთ სახელი, გვარი და მედია-ორგანიზაციის დასახელება.