საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
11 April 2026
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა აზერბაიჯანის ეროვნული გუნდი მეორე ამხანაგურ მატჩშიც დაამარცხა.  თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 11 აპრილს ჩატარებული მატჩი ავთანდილ ასათიანის გუნდმა დიდი ანგარიშით, 5:2 მოიგო. სტუმართა კარში გოლები ნიკოლოზ გაბრიჩიძემ, ლევან სვანიძემ და ნიკოლოზ კურტანიძემ გაიტანეს, გიორგი ჩიმაკაძემ კი დუბლი შეასრულა.  საქართველოს და აზერბაიჯანის ნაკრებებს შორის 9 აპრილს გამართული პირველი ამხანაგური მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.  აზერბაიჯანთან ამხანაგური მატჩები 2028 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება. {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/RSlatFU2CAw.jpg?itok=pXyFbxpD","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=RSlatFU2CAw","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
9 April 2026
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა აზერბაიჯანთან პირველი ამხანაგური მატჩი მოიგო. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.  აზერბაიჯანელთა კარში გატანილი გოლები ვახტანგ ჯვარაშვილის, ჯანიკო გიორგაიას, ირაკლი თოდუას და ნიკოლოზ კურტანიძის ანგარიშზეა.  საქართველოს და აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრებების მეორე ამხანაგური მატჩი 11 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია, პირდაპირ რეპორტაჟს კი პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/19i4uEvuNxU.jpg?itok=9kpLBVKB","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=19i4uEvuNxU","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
8 April 2026
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები აზერბაიჯანთან ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.  9-11 აპრილს, ავთანდილ ასათიანის გუნდი მეტოქეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლებს. მოახლოებული თამაშებისთვის ნაკრები თამაშის მასპინძელ დარბაზში ვარჯიშობს. ტრავმის გამო აზერბაიჯანთან მატჩებს გიორგი ღავთაძე გამოტოვებს.  9 აპრილის შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო 11 აპრილს - 14:00 საათზე. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. დასწრება თავისუფალია.  ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ), ლუკა ხარშილაძე (პსპ) წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტან ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლევან სვანიძე (პსპ), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), საბა ეგრისელაშვილი (დინამო თბილისი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი) {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/zGUIXHDX_wU.jpg?itok=-QmyJGw5","video_url":"https://youtu.be/zGUIXHDX_wU","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
4 April 2026
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის იწყებს მზადებას. აპრილის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ავთანდილ ასათიანის გუნდი აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ ორ ამხანგურ მატჩს გამართავს. შეხვედრები 9 და 11 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.  საქართველოს ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის 18 მოთამაშით მოემზადება. მათ შორის ერთი დებიუტანტია - დინამო თბილისის ფეხბურთელი საბა ეგრისელაშვილი. ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ), ლუკა ხარშილაძე (პსპ) წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტან ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლევან სვანიძე (პსპ), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), საბა ეგრისელაშვილი (დინამო თბილისი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი) მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: საქართველო - აზერბაიჯანის მატჩებზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 8 აპრილის ჩათვლით [email protected]ზე.  ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაციის ოფიციალური წერილის გარეშე გამოგზავნილი მოთხოვნები არ განიხილება. 8 აპრილს, 17:30-ზე საქართველოს ნაკრები ოლიმპიურ სასახლეში მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. საწყისი 15 წუთი მედიისთვის ღია იქნება. 
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა
28 January 2026
საქართველო 1:3 საფრანგეთი საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაში ჩვენი გუნდის მეტოქე საფრანგეთის ეროვნული ნაკრები იყო. კაუნასში ჩატარებული მატჩი მეტოქის გამარჯვებით - 1:3 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გოლი ნიკოლოზ გაბრიჩიძემ გაიტანა. ჯგუფის მეორე შეხვედრაში ხორვატიის ნაკრებმა ლატვიას 4:1 სძლია და საფრანგეთთან ერთად 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა. საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ავთანდილ ასათიანის ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ იასპარეზა. {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/5NZx61E-TW4.jpg?itok=jJIWu7B2","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=5NZx61E-TW4","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
ევრო 2026 | საქართველო - საფრანგეთი | ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი კაუნასში
ევრო 2026 | საქართველო - საფრანგეთი | ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი კაუნასში
27 January 2026
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება.  28 იანვარს, ავთანდილ ასათიანის გუნდი კაუნასში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება.  ყვითელი ბარათების გამო საფრანგეთთან შეხვედრას საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ირაკლი თოდუა გამოტოვებს.  საქართველო - საფრანგეთის მატჩი 28 იანვარს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/lpj_o2UBQoM.jpg?itok=BHeLsejL","video_url":"https://youtu.be/lpj_o2UBQoM","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]} ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ) წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
ევრო 2026 | ხორვატია 2:2 საქართველო
ევრო 2026 | ხორვატია 2:2 საქართველო
25 January 2026
ხორვატია 2:2 საქართველო  საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. ხორვატიის წინააღმდეგ არენა რიგაზე ჩატარებული მატჩი ფრედ — 2:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩში მე-6 წუთზე დაწინაურდა. ვახტანგ ჯვარაშვილის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ხორვატებმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრეს. ჩვენი გუნდის მეორე გოლი ვახტანგ კეკელიამ გაიტანა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე, ალი ასლანი დასახელდა, რომელმაც ხორვატიის წინააღმდეგ 33 დარტყმა მოიგერია, მათ შორის 38-ე წუთზე დანიშნული პენალტი. ჯგუფური ეტაპის დასკვნით და გადამწყვეტ მატჩს საქართველოს ნაკრები 28 იანვარს კაუნასში გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება. {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/c_x1AjahRxo.jpg?itok=vdRgch1B","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=c_x1AjahRxo","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
ევრო 2026 | ხორვატია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩი
ევრო 2026 | ხორვატია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩი
24 January 2026
25 იანვარს, საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს. თამაშამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა მატჩის მასპინძელ არენაზე ივარჯიშა. მოახლოებული შეხვედრის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა გიორგი ღავთაძემ გააკეთეს. ავთანდილ ასათიანი (ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს ვაკეთებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ ჯგუფიდან გასვლის შანსი იარსებებს. ორი რთული მატჩი გველის, თუმცა ახლა მხოლოდ ხორვატიაზე ვფიქრობთ. ვიმუშავეთ და გავაანალიზეთ მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები. ფიზიკურად ძლიერი, მაღალი დონის გუნდია. ვფიქრობ, წარმატების შანსი გვექნება, თუ მეტოქეს ჩვენს თამაშს მოვახვევთ“. გიორგი ღავთაძე (ფუტსალის ნაკრების წევრი): „აუცილებლად გვჭირდება ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გამარჯვება . მეტოქე ძალიან ძლიერია და რთული თამაში გველის. თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გაიღოს, ვიბრძოლოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“. ხორვატია – საქართველოს მატჩი 25 იანვარს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/pw5pORTyzqA.jpg?itok=jw9-iw5r","video_url":"https://youtu.be/pw5pORTyzqA","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]} ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ) წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
23 January 2026
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩისთვის ემზადება. 25 იანვარს, ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე ხორვატიის ნაკრები იქნება.   23 იანვარს ჩვენმა გუნდმა ტურნირს მასპინძელ არენა რიგას დარბაზში ივარჯიშა. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი ხორვატიასა და საქართველოს ნაკრებებს შორის,  25 იანვარს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/pxNPyItH-VU.jpg?itok=xHyFSeEP","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=pxNPyItH-VU","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]} მედიის საყურადღებოდ: 24 იანვარს, საქართველოს ნაკრები არენა რიგაზე მატჩისწინა ვარჯიშს გამარავს. საწვრთნელი პროცესი რიგის დროით 13:00 საათზე დაიწყება და აკრედიტებული მედიისთვის 15 წუთით იქნება ღია.  ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ) წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
ევრო 2026 | ლატვია 4:0 საქართველო
ევრო 2026 | ლატვია 4:0 საქართველო
22 January 2026
ლატვია 4:0 საქართველო საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ლატვიასთან გამართა.  რიგაში ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. ჯგუფის მეორე შეხვედრაში საფრანგეთსა და ხორვატიას შორის ფრე, 2:2 დაფიქსირდა.  საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 25 იანვარს, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/ahHVr4UNbMc.jpg?itok=6Pfk182A","video_url":"https://youtu.be/ahHVr4UNbMc","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
20 January 2026
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2026-ის პირველ მატჩს 21 იანვარს, რიგაში გამართავს. პირველ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდი ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაშამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრებმა მატჩის მასპინძელ არენა რიგას დარბაზში ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ავთანდილ ასათიანის პრესკონფერენცია გაიმართა.  ავთანდილ ასათიანი (ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „დადგა ის მომენტი, რისთვისაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამხანაგურ თუ შესარჩევ მატჩებში ყველაფერს ვაკეთებდით. ვფიქრობ, ჩემი გუნდი მზად არის ხვალინდელი თამაშისთვის. რთული მატჩები გვექნება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სირთულეების დაძლევა. პირველი მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ლატვიის ნაკრები ბოლო წლებში ძალიან პროგრესირებს და კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავს“. მოახლოებული მატჩის შესახებ კომენტარი ასევე გააკეთა ჩვენი გუნდის კაპიტანმა, ირაკლი თოდუამ. ირაკლი თოდუა (ფუტსალის ნაკრების წევრი): „შესანიშნავი გარემოა. ევროპის ჩემპიონატს ფიზიკურად და მენტალურად სრულ მზადყოფნაში ვხვდებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველი სამი ქულა მოვიპოვოთ და წარმატებით დავიწყოთ ტურნირი. ქართული სული ქვია იმ ყველაფერს, რაც ამ გზის თანმდევია, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ვეცდებით, რომ ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატზე გავაგრძელოთ ჩვენი წარმატებული სვლა და ჯგუფიდან გავიდეთ".  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/6icgZsBujMQ.jpg?itok=LIXwaaP4","video_url":"https://youtu.be/6icgZsBujMQ","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]} ლატვია - საქართველოს მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ) წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი) ევრო 2026 | ჯგუფური ეტაპის კალენდარი 21 იანვარი | ლატვია - საქართველო (რიგა, ლატვია) 25 იანვარი | ხორვატია - საქართველო (რიგა, ლატვია) 28 იანვარი | საქართველო - საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
19 January 2026
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთელმა, ავთანდილ ასათიანმა ევროპის ჩემპიონატის 14-კაციანი განაცხადი დაასახელა.  საქართველოს ნაკრები ევრო 2026-ის პირველ შეხვედრას 21 იანვარს, ტურნირის ერთ-ერთი მასპინძლის, ლატვიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.  ლატვიის გარდა, A ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები ხორვატია და საფრანგეთი არიან. ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ) წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი) ევრო 2026 | ჯგუფური ეტაპის კალენდარი 21 იანვარი | ლატვია - საქართველო (რიგა, ლატვია) 25 იანვარი | ხორვატია - საქართველო (რიგა, ლატვია) 28 იანვარი | საქართველო - საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)