საქართველო 10:1 ესტონეთი

საქართველო 10:1 ესტონეთი
10 November 2025

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. პირველი შეხვედრის მსგასვად (5:0), თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული მეორე მატჩი ჩვენმა გუნდმა დიდი ანგარიშით მოიგო - 10:1. 

ესტონეთის წინააღმდეგ გიორგი ღავთაძემ ოთხი გოლი გაიტანა, დუბლი შეასრულეს ლევან სვანიძემ და ჯანიკო გიორგაიამ. გატანილი გოლებით ასევე თავი ჯანო კვარაცხელიამ და შოთა თოფურიამ გამოიჩინეს.  

ესტონეთის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩები ევრო 2026-ისთივს მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.