საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
6 November 2025

საქართველოს ნაკრები 15 და 18 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ორ შეხვედრას თბილისსა და სოფიაში გამართავს.

ვილი სანიოლმა ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. ორმა ფეხბურთელმა სანაკრებო გამოძახება პირველად მიიღო. მათ შორის არიან ესპანური კადისის 25 წლის მოთამაშე იური ტაბატაძე და სლოვაკური ჟილინას 20 წლის ფეხბურთელი ალექსანდრე ნარიმანიძე. საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს 10 ნოემბერს, თბილისში დაიწყებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი)

მედიის საყურადღებოდ: 7 ნოემბერს, 13:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ვილი სანიოლის და ალექსანდრე იაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციაზე დასწრების მსურველმა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შესაბამისი მოთხოვნით მიმართეთ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს - [email protected]