საქართველო 2:1 ჩრდილოეთ მაკედონია
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, 24 და 26 თებერვალს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა. რუსთავის მუნიციპალური საფეხბურთო ცენტრის მოედანზე მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა, ხოლო დღეს, სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე გამართული მატჩი კი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა - 2:1.
შეხვედრაში ანგარიში მე-15 წუთზე დავით ცქვიტაიამ გახსნა. სხვაობა ორამდე კი 66-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა რეზი გაზდელიანმა გაზარდა. პირველ ნახევარში ასევე კარგი მომენტი ჰქონდა ქუთაისის ტორპედოს მოთამაშეს - გიორგი ლაგვილავას, რომელიც ნიკოლოზ ხატოიანის შესანიშნავი პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა.
17-წლამდე (2009 წელს დაბადებულები) ნაკრები, გაზაფხულზე სარეიტინგო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ჩვენი ასაკობრივი - უელსს, სან მარინოს და ანდორას შეხვდება. შესარჩევი ციკლის სარეიტინგო ტურნირის მატჩებს 10-16 აპრილს სან მარინო უმასპინძლებს.
10 აპრილი - სან მარინო V საქართველო | ეციო კონტი - დოგანა
13 აპრილი - ანდორა V საქართველო | აკვავივა სტედიუმი - აკვავივა
16 აპრილი - უელსი V საქართველო | აკვავივა სტედიუმი - აკვავივა
