საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებმა ალექსანდრე იაშვილიმა და ზაზა ზამთარაძემ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
16 და 17-წლამდე ვაჟთა ეროვნული გუნდების მწვრთნელებმა, გიორგი ჩიტაურმა და ალექსანდრე კობახიძემ განვლილი შეკრებები შეაჯამეს და მატჩების შინაარსი ერთიანი სათამაშო კონცეფციის ჭრილში კოლეგებთან ერთად განიხილეს.
შეხვედრას 21-წლამდე და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებთან ერთად, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი - ვილი სანიოლი და ასისტენტი - ნიკა კვეკვესკირიც დაესწრნენ.
