U17 | ვაჟთა ნაკრები

U17 | ანდორა 0:1 საქართველო

U17 | ანდორა 0:1 საქართველო
13 April 2026

შემადგენლობა და მატჩის გვერდი - ანდორა 0:1 საქართველო

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, შესარჩევ ციკლში, სან მარინოში მიმდინარე მეორე რაუნდის B ლიგის მეორე მატჩი ჩაატარა და ანდორას დამარცხება შეძლო - 0:1.

შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე ალექსანდრე კუნჭულიამ გახსნა და 17-წლამდე ნაკრები დააწინაურა. პირველი ტურის შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა სან მარინო 4:1 დაამარცხა.

სანდრო კობახიძის გუნდი ჯგუფის ბოლო მატჩს 16 აპრილს, ისევ აკვავივაში, უელსის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დღეს მასპინძელ სან მარინოსთან, მინიმალური სხვაობით - 1:0 დამარცხდა.

16 აპრილი | უელსი V საქართველო | აკვავივა | 13:00 

სან მარინოში მიმდინარე ტურნირზე მიღწეული შედეგი, გავლენას იქონიებს შემდეგ 19-წლამდელთა სარეიტინგო მდგომარეობასა და მომდევნო შესარჩევის წილისყრის პროცესზე.