U17 | ვაჟთა ნაკრები

ერთიანი სათამაშო კონცეფცია | ასაკობრივი გუნდების მწვრთნელებმა შეკრებები შეაჯამეს

ერთიანი სათამაშო კონცეფცია | ასაკობრივი გუნდების მწვრთნელებმა შეკრებები შეაჯამეს
28 April 2026

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებმა ალექსანდრე იაშვილიმა და ზაზა ზამთარაძემ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

მარტის სნაკარებო პაუზა, 21-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა - რამაზ სვანაძემ შეაჯამა, ხოლო შემდეგ 16 და 17-წლამდე ვაჟთა ეროვნული გუნდების მწვრთნელებმა, გიორგი ჩიტაურმა და ალექსანდრე კობახიძემ. შეკრებები და მატჩების შინაარსი, ერთიანი სათამაშო კონცეფციის ჭრილში კოლეგებმა ერთად განიხილეს. 

ერთიანი სანაკრებო სათამაშო კონცეფციის მუდმივი მონიტორინგის მიზნით, მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრებმა რეგულარული ხასიათი მიიღო. ასევე, არსებული კონცეფციის ინტეგრირება, აქტიურად მოხდება სფფ-ის აკადემიებში მიმდინარე საწვრთნელ პროცესებსა და მეთოდიკაში.