U20 | ვაჟთა ნაკრები

U20 | საქართველო 2:1 ყაზახეთი
U20 | საქართველო 2:1 ყაზახეთი
8 June 2024
შემადგენლობა და მატჩის გვერდი - საქართველო 2:1 ყაზახეთი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ტესტ-მატჩში ყაზახეთის 20-წლამდე გუნდს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით - 2:1 დაამარცხა. 20-წლამდელთა გუნდიდან, რომელსაც დღეს გიორგი ადამია ხელმძღვანელობდა, პირველი გოლი ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით - ლუკა წულუკიძემ გაიტანა. მეორე გოლი კი ბოლნისის სიონის ნახევარმცველმა, ლუკა ჩაგანავამ გაიტანა, რომელმაც ეფექტური საჯარიმო დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა. {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/7pNZmBh-mlE.jpg?itok=AJipMi7I","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=7pNZmBh-mlE","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
20-წლამდელთა შემადგენლობა ყაზახეთთან მატჩისთვის
20-წლამდელთა შემადგენლობა ყაზახეთთან მატჩისთვის
30 May 2024
ახალი ფორმაციის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები, 8 ივნისს, 17:00 საათზე,  თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სატდიონზე, ყაზახ თანატოლებს ტესტ-მატჩში დაუპირისპირდება. 20-წლამდელთა ნაკრებს, 8 ივნისს გასამართ შეხვედრეაში, 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის თანაშემწე, გიორგი ადამია უხელმძღვანელებს. ტესტ-მატჩისთვის მოსამზადებელი შეკრებისთვის, 20-წლამდელთა ნაკრებში 20 ფეხბურთელია გამოძახებული, მათ შორის ექვსი ლეგიონერი. ორი მოთამაშე გუნდს, 6 ივნისს, 21-წლამდე ნაკრებიდან შეუერთდება. U20 | შემადგენლობა მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), პაპუნა ბერუაშვილი (დინამო თბილისი). მცველები: თემურ გოგნაძე (დინამო თბილისი), რევაზ კობიძე (ხორვატია ზმიავცი, ხორვატია), გიორგი ქარსელაძე (რიუ ავე, პორტუგალია), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), ლადო ოდიშვილი (თელავი), ალექსანდრე ნარიმანიძე (იბერია 1999), შოთა კვერენჩხილაძე (დინამო თბილისი). ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ზაურ სიჭინავა (რუსთავი), ზურაბ სოფრომაძე (სომურის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ლუკა ჯაჭვლიანი (პრაღის მოტორლეტი, ჩეხეთი), ლუკა წულუკიძე (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა შეროზია (სამგურალი წყალტუბო), ლუკა ჩაგანავა (სიონი ბოლნისი) , ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), ლუკა პარკაძე (ადმირა ფლაიერალარმი, ავსტრია). თავდამსხმელები: დავით გოცირიძე (დინამო თბილისი), გიორგი ხაბულიანი (თელავი).
ახალგაზრდული ყაზახეთს უმასპინძლებს, ახალი ფორმაციის 20-წლამდელთა ნაკრებიც ტესტ-მატჩს გამართავს
ახალგაზრდული ყაზახეთს უმასპინძლებს, ახალი ფორმაციის 20-წლამდელთა ნაკრებიც ტესტ-მატჩს გამართავს
24 May 2024
21-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 6 ივნისს, საერთაშორისო ამხანაგური მატჩის ეგიდით ყაზახეთის ახალგაზრდულ...
20-წლამდელთა ფრე მონტენეგროსთან
20-წლამდელთა ფრე მონტენეგროსთან
6 June 2019
საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სტუმრად ამხანაგური მატჩი ჩაატარა მონტენეგროსთან და 0:0 ითამაშა. მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ ყველა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შანსი. მომენტები ორივე გუნდს შეექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერცერთმა მოახერხა. ჩოჩიშვილი, ძოწენიძე, ბურჯანაძე, ფურცელაძე, კერელეიშვილი, გაბიტაშვილი, ვარძელაშვილი, დარცმელია, მუსელიანი, ივანიაძე, შეყილაძე. შეცვლაზე შევიდნენ: სანიკიძე, ბუიღლიშვილი, ტაბატაძე, შეწირული, ნიკოლაშვილი, კიტეიშვილი, ბაბუნაძე. [gallery]
20-წლამდელები მონტენეგროს შეხვდებიან
20-წლამდელები მონტენეგროს შეხვდებიან
29 May 2019
სხვა ასაკობრივი გუნდების დარად, მოახლოებულ სანაკრებო პაუზას გამოიყენებს საქართველოს 20-წლამდე ნაკრებიც და 5 ივნისს ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ვასილ მაისურაძის გუნდი სტუმრად მონტენეგროს გაეჯიბრება. მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია იმ 20 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც შეკრებაზე შევლენ და ზემოხსენებული შეხვედრისთვის მოემზადებიან. მეკარეები: ლუკა სანიკიძე (თელავი), გიორგი ჩოჩიშვილი (შევარდენი) მცველები: ზაურ კერელეიშვილი (დილა), იური ტაბატაძე (საბურთალო), თორნიკე ძოწენიძე (დინამო თბ), შალვა ბურჯანაძე (სამგურალი), ბექა ბუიღლიშვილი (ლოკომოტივი), ანდრია ფურცელაძე (საბურთალო), ფირუზ გაბიტაშვილი (დინამო თბ) ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი (გაგრა), ლუკა ვარძელაშვილი (ცხინვალი), ბექა დარცმელია (დინამო თბ), სანდრო შეწირული (გაგრა), პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), თამაზ ბაბუნაძე (შევარდენი), გაბრიელ საღრიშვილი (მერანი მრ) თავდამსხმელები: გიორგი ივანიაძე (შევარდენი), ზურაბ მუსელიანი (ვიტ ჯორჯია), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი), მიხეილ ერგემლიძე (ჩიხურა)