საბა საზონოვი პორტუგალიასთან მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს

საბა საზონოვი პორტუგალიასთან მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს
17 June 2025

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველმა, საბა საზონოვმა 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. 

საფრანგეთთან მატჩში მიღებული ტრავმის გამო, ქართველმა ფეხბურთელმა ტურნირი ნაადრევად დატოვა. ფეხბურთელის ტრავმის ხარისხი ეროვნული ნაკრების და კლუბის სამედიცინო შტაბებს შორის კოორდინაციის შედეგად, რამდენიმე დღეში დაზუსტდება.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "მინდა მადლობა გადავუხადო საბა საზონოვს თავდაუზოგავი შრომისთვის და თავდადებისთვის. მისი დამოკიდებულება ეროვნული ნაკრების მიმართ, ნათელი მაგალითია ყველასთვის, თუ რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის მაისურით თამაში". 

საბა საზონოვმა 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საფრანგეთთან შეხვედრაში თავი გოლით გამოიჩინა.