U17 | ქალთა ნაკრები

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
11 December 2025
11 დეკემბერს, ნიონში, 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრების გუნდების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის წილისყრა გაიმართა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდა. ჩვენი გუნდის მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია და ლუქსემბურგი იქნებიან. მატჩები 2026 წელს, 28 თებერვალიდან 6 მარტის ჩათვლით გაიმართება. ტურნირის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიაა.  B ლიგის მეექვსე ჯგუფში ითამაშებს 19-წლამდე ნაკრები, რომელიც ხორვატიას, ჩეხეთს და აზერბაიჯანს შეხვდება. მატჩები 2026 წელს, 11-17 აპრილს, ხორვატიაში გაიმართება.  2026/2027 სეზონისთვის A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებენ. 
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
30 October 2025
ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ასპარეზობა დაასრულა.  დასკვნით შეხვედრაში ჩვენი გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მინიმალური სხვაობით, 2:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლი ანანო წიქარიძემ გაიტანა.  ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ლატვიამ ყაზახეთს 1:0 სძლია და A ლიგის საგზური მოიპოვა. 
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
27 October 2025
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ლატვია დაამარცხა.  ტატა მატვეევას გუნდმა მეტოქე უხვგოლიან შეხვედრაში 3:2 დაამარცხა. ჩვენი გუნდის რიგებში დუბლი ნინიკო ჩხეტიანმა შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ლიზი კაკულიას ანგარიშზეა. ჯგუფის მეორე შეხვედრა მასპინძელ ყაზახეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის ფრედ დასრულდა. ორი ტურის შემდეგ 4 ქულით ჯგუფს მასპინძელი ყაზახეთი ლიდერობს, საქართველოს ნაკრები კი, 3 ქულით მეორე პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 30 ოქტომბერს გამართავს და ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. A ლიგის საგზურს B ლიგის ექვსი ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს. 
WU17 | ყაზახეთი 4:2 საქართველო
WU17 | ყაზახეთი 4:2 საქართველო
24 October 2025
საქართველო 2:4 ყაზახეთი საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი გამართა. ჯგუფის მასპინძელ ყაზახეთის ასაკობრივ ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, 4:2 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან გოლები ანანო წიქარიძის და ანასტასია ბუჩუკურის ანგარიშზეა.  საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას ტატა მატვეევას გუნდი 27 ოქტომბერს, ლატვიის წინააღმდეგ გამართავს. 
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
21 October 2025
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველი რაუნდის მატჩებისთვის ემზადება.  ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს 24-30 ოქტომბერს ყაზახეთი უმასპინძლებს. მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენი გუნდი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში, ტატა მატვეევას ხელმძღვანელობით ემზადება.  17-წლამდე გოგონათა ნაკრები B ლიგის მესამე ჯგუფში ითამაშებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები ბოსნია-ჰერცეგოვინა, ლატვია და ყაზახეთი იქნებიან. A ლიგაში B ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი დაწინაურდება.  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/s_Q20Bwg66M.jpg?itok=uqRJU_sf","video_url":"https://youtu.be/s_Q20Bwg66M","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]} საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: ელენე ბონდარევა (ნორჩები), ანასტასია გოგელია (კოლხეთი ხობი) დაცვა: ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), ნინი ვეკუა (ნორჩები), ნინო ნადარაია (კვარტალი), ნინო დანელია (კოლხეთი, ხობი), ანი გოდერიძე (მართვე) ნახევარდაცვა: მარიამ გასანოვა (კვარტალი), ანა დოლიშვილი (ახალგორი), ნინიკო ჩხეტიანი (რუსთავი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), ნატო გუტიკაშვილი (რუსთავი), ანი დავითულიანი (სამეგრელო), ლიზი კაკულია (დინამო სოხუმი), მარიამ ჯოჯუა (ელიტა) თავდასხმა: თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო), ანა გრიგალაშვილი (თეთრიწყარო), ანა-თამარა ქურასბედიანი-ბოლოთაშვილი (ლევანტე ბადალონა), ბარბარე ბერუაშვილი (თეთრიწყარო), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი) მატჩების განრიგი 24 ოქტომბერი | საქართველო - ყაზახეთი | 14:00 27 ოქტომბერი | საქართველო - ლატვია | 11:00 30 ოქტომბერი | ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო | 14:00
17-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის
17-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის
16 October 2025
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველ რაუნდში იასპარეზებს.  მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენი გუნდი ტატა მატვეევას ხელმძღვანელობით სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში მოემზადება. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის მესამე ჯგუფში ითამაშებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები ბოსნია-ჰერცეგოვინა, ლატვია და ყაზახეთი იქნებიან. მატჩები 22-30 ოქტომბერს, ყაზახეთში გაიმართება.  საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: ელენე ბონდარევა (ნორჩები), ანასტასია გოგელია (კოლხეთი ხობი) დაცვა: ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), ნინი ვეკუა (ნორჩები), ნინო ნადარაია (კვარტალი), ნინო დანელია (კოლხეთი, ხობი), ანი გოდერიძე (მართვე) ნახევარდაცვა: მარიამ გასანოვა (კვარტალი), ანა დოლიშვილი (ახალგორი), ნინიკო ჩხეტიანი (რუსთავი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), ნატო გუტიკაშვილი (რუსთავი), ანი დავითულიანი (სამეგრელო), ლიზი კაკულია (დინამო სოხუმი), მარიამ ჯოჯუა (ელიტა) თავდასხმა: თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო), ანა გრიგალაშვილი (თეთრიწყარო), ანა-თამარა ქურასბედიანი-ბოლოთაშვილი (ლევანტე ბადალონა), ბარბარე ბერუაშვილი (თეთრიწყარო), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი) მატჩების განრიგი 24 ოქტომბერი | საქართველო - ყაზახეთი | 14:00 27 ოქტომბერი | საქართველო - ლატვია | 11:00 30 ოქტომბერი | ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო | 14:00
სალომე ხუბულური 17-წლამდე ნაკრებს აღარ გაწვრთნის
სალომე ხუბულური 17-წლამდე ნაკრებს აღარ გაწვრთნის
26 September 2025
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებს სალომე ხუბულური აღარ უხელმძღვანელებს.   საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სალომე ხუბულური ქალთა სანაკრებო სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს კი, 2021 წლიდან იკავებდა.  სალომე ხუბულურს ეროვნული გუნდებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით, გვსურს მადლობა გადავუხადოთ გაწეული სამსახურისთვის და წარმატება ვუსურვოთ კარიერაში.
WU17 | საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან ორი მატჩი გამართა
WU17 | საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან ორი მატჩი გამართა
19 September 2025
საქართველო 2:4 საბერძნეთი საქართველო 0:2 საბერძნეთი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა საბერძნეთთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა.  პირველი მატჩი საბერძნეთის ნაკრებმა 4:2 მოიგო. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლები ანასტასია ბუჩუკურმა და ანანო წიქარიძემ გაიტანეს. მეორე შეხვედრა, რომელიც ჩვენმა გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით ჩაატარა, სტუმრებმა 2:0 მოიგეს.  ორივე მატჩი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა.  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/-FVAH84ZNOQ.jpg?itok=DYDPXBhc","video_url":"https://youtu.be/-FVAH84ZNOQ","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
10 September 2025
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.  16 და 19 სექტემბერს, ჩვენი გუნდი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში სომხეთის ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.  17-წლამდელთა მთავარმა მწვრთნლემა, სალომე ხუბულურმა მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრებში 21 ფეხბურთელი გამოიძახა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: ელენე ბონდარევა (ნორჩები), ანასტასია გოგელია (კოლხეთი ხობი) დაცვა: ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), ანა მამულაშვილი (ახალგორი), მარიამ ღუნაშვილი (ახალგორი), ნინი ვეკუა (ნორჩები), ნინო ნადარაია (კვარტალი), მარიამ მელაძე (რუსთავი) ნახევარდაცვა: მარიამ გასანოვა (კვარტალი), ანა დოლიშვილი (ახალგორი), ნინიკო ჩხეტიანი (რუსთავი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), ნატო გუტიკაშვილი (რუსთავი), ანი დავითულიანი (სამეგრელო), ლიზი კაკულია (დინამო სოხუმი) თავდასხმა: თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო), სესილი გაბრელიანი (ახალგორი), ანა გრიგალაშვილი (თეთრიწყარო), ანა-თამარა ქურასბედიანი-ბოლოთაშვილი (ლევანტე ბადალონა), ბარბარე ბერუაშვილი (თეთრიწყარო), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი)
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
5 June 2025
5 ივნისს, ნიონში, 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის წილისყრა გაიმართა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის მესამე ჯგუფში მოხვდა. ჩვენი გუნდის მეტოქეები ბოსნია და ჰერცეგოვინა, ლატვია და ყაზახეთი იქნებიან. მატჩები 22-28 ოქტომბერს ყაზახეთში გაიმართება.  B ლიგაის მეხუთე ჯგუფში ითამაშებს 19-წლამდე ნაკრები, რომელიც სლოვენიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და აზერბაიჯანს დაუპირისპირდება. მატჩები 25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. ჯგუფს ჩრდილოეთ მაკედონია უმასპინძლებს. 
16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
18 April 2025
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე იასპარეზა. 12-დან 18 აპრილის ჩათვლით, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ჩატარებული ტურნირის ფარგლებში, ჩვენმა გუნდმა სამი მატჩი გამართა.  მასპინძელ ალბანეთთან ჩატარებული სასტარტო შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაში, გუნდები 11-მეტრიანების სერიას ასრულებენ, სადაც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.  მეორე მატჩი საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ასაკობრივ გუნდთან მინიმალური ანგარიშით დათმო. ტურნირის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს შეხვდრა და ძირითად დროში დაფიქსირებული ფრის (2:2) შემდეგ, პენალტების სერიაში დამარცხდა.  შემადგენლობა და მატჩების გვერდები: ალბანეთი - საქართველო ჩრდ. მაკედონია - საქართველო საქართველო - ბულგარეთი
16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
11 April 2025
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს. ტურნირს 12 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით, ალბანეთი უმასპინძლებს. სალომე ხუბულურის გუნდი ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და ბულგარეთს დაუპირისპირდება. საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები სან მარინოში 11 აპრილს გაემგზავრა.  საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: ელენე ბონდარევა (ნორჩი დინამო), ანასტასია გოგელია დაცვა: ელენე ბოლქვაძე (ლანჩხუთი), ელიზაბეტ რიჟამაძე (კვარტალი), ნინი ვეკუა (ნორჩები), სოფო ხაჟალია (ნორჩები), ნინო ნადარაია (კვარტალი) ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), ნატო გუტიკაშვილი (რუსთავი), მარიამ ჯოჯუა (ელიტა), მარიამ გასანოვა (კვარტალი), ანა დოლიშვილი (ახალგორი), ნინიკო ჩხეტიანი (რუსთავი), ანასტასია ვალიკიდი (საბურთალო), ანი დავითულიანი (სამეგრელო), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო), სესილი გაბრელიანი (ახალგორი), სოფია წიქარიძე (დინამო სოხუმი) მატჩების განრიგი 13 აპრილი | ალბანეთი - საქართველო | 17:00 15 აპრილი | ჩრდ. მაკედონია - საქართველო | 13:30 18 აპრილი | საქართველო - ბულგარეთი | 13:30