U17 | ქალთა ნაკრები

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
5 June 2025

5 ივნისს, ნიონში, 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის მესამე ჯგუფში მოხვდა. ჩვენი გუნდის მეტოქეები ბოსნია და ჰერცეგოვინა, ლატვია და ყაზახეთი იქნებიან. მატჩები 22-28 ოქტომბერს ყაზახეთში გაიმართება. 

B ლიგაის მეხუთე ჯგუფში ითამაშებს 19-წლამდე ნაკრები, რომელიც სლოვენიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და აზერბაიჯანს დაუპირისპირდება. მატჩები 25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. ჯგუფს ჩრდილოეთ მაკედონია უმასპინძლებს.