U17 | ქალთა ნაკრები

WU17 | საქართველო 5:2 ლატვია

WU17 | საქართველო 5:2 ლატვია
11 November 2024

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა. 

მონტენეგროს დამარცხების შემდეგ, სალომე ხუბულურის გუნდმა ლატვიას 5:2 სძლია და ჯგუფი 6 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა. ლატვიასთან შეხვედრაში ჩვენი გუნდის ხუთივე გოლი ანანო წიქარიძემ გაიტანა. 

ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები B ლიგის საუკეთესო მეორეადგილოსანია და ამ პოზიციის შენარჩნების შემთხვევაში, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში A ლიგაში იასპარეზებს. B ლიგაში მხოლოდ მეორე ჯგუფის მატჩები დარჩა ჩასატარებელი. შეხვედრები 13-19 ნოემბერს გაიმართება.