U17 | ქალთა ნაკრები

WU17 | საბერძნეთი 2:0 საქართველო

WU17 | საბერძნეთი 2:0 საქართველო
11 February 2025

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. 

ათენში, საბერძნეთის ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, საბერძნეთის ნაკრებმა უპირატესობა მეორე ნახევარში მოიპოვა. 

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს 13 თებერვალს გამართავს. შეხვედრა კვლავ ათენში შედგება და თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.