U19 | ქალთა ნაკრები

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
11 December 2025
11 დეკემბერს, ნიონში, 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრების გუნდების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის წილისყრა გაიმართა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდა. ჩვენი გუნდის მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია და ლუქსემბურგი იქნებიან. მატჩები 2026 წელს, 28 თებერვალიდან 6 მარტის ჩათვლით გაიმართება. ტურნირის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიაა.  B ლიგის მეექვსე ჯგუფში ითამაშებს 19-წლამდე ნაკრები, რომელიც ხორვატიას, ჩეხეთს და აზერბაიჯანს შეხვდება. მატჩები 2026 წელს, 11-17 აპრილს, ხორვატიაში გაიმართება.  2026/2027 სეზონისთვის A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებენ. 
19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ასპარეზობა დაასრულა
19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ასპარეზობა დაასრულა
1 December 2025
საქართველოს 19-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა.  ჯგუფის მასპინძელ ჩრდილოეთ მაკედონიასთან და სლოვენიასთან მარცხის შემდეგ, დასკვნით შეხვედრაში, ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა აზერბაიჯანის ნაკრები დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა. აზერბაიჯანელებთან მატჩში დუბლი ანანო წიქარიძემ შეასრულა, ხოლო თითო გოლი ანასტასია ბუჩუკირის და მარიამ გოგოლაძის ანგარიშზეა. საკვალიფიკაციო ეტაპი ჩვენს გუნდმა სამი ქულით მესამე პოზიციაზე დაასრულა. ჯგუფის გამარჯვებული კი, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები გახდა.
19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება
21 November 2025
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის გათამაშებაში იასპარეზებს. ლავრენტი დავითაშვილის გუნდი შესარჩევი მატჩებისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ემზადება. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, ჩრდილოეთ მაკედონიაში გაიმართება. ჩვენი გუნდი ჯგუფის მასპინძელ ჩრდილოეთ მაკედონიას, სლოვენიას და აზერბაიჯანს დაუპირისპირდება. A ლიგის საგზურს B ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.  მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები 20 ფეხბურთელით ემზადება.  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/4l3HTOzcDro.jpg?itok=gls3Tpl1","video_url":"https://youtu.be/4l3HTOzcDro","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]} საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: სალომე ხაჭაპურიძე (ელიტა), ნინო მეტრეველი (რუსთავი) დაცვა: ლიზი ლომოური (ახალგორი), ლოლიტა კალოიანი (რუსთავი), ნათია ცეცხლაძე (კვარტალი), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), მარიამ კაკულია (ელიტა) ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანანო მიქაბერიძე (რუსთავი), მარიამ მამფორია (რუსთავი), ნათია ჯოჯუა (ელიტა), მარიამ გოგოლაძე (თეთრიწყარო), ანა საღირაშვილი (ნორჩები), ნინო გობაძე (თეთრიწყარო), კესო მეტონიძე (რაჭა), მარინა შიოლაშვილი (გორი იუნაიტედი), ნინიკო ჩხეტიანი (რუსთავი), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი), ანა გრიგალაშვილი (თეთრიწყარო), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო პრემიერი, აშშ), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო) მატჩების განრიგი 25 ნოემბერი | საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია | 15:00 29 ნოემბერი | სლოვენია - საქართველო | 15:00 1 დეკემბერი | აზერბაიჯანი - საქართველო | 15:00
WU19 | საქართველო 3:3 სომხეთი
WU19 | საქართველო 3:3 სომხეთი
14 August 2025
WU19 | საქართველო 3:3 სომხეთი საქართველოს 19-წლამდე წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.  ჩვენი გუნდის რიგებში გოლები ანანო წიქარიძის, ანასტასია ბუჩუკურის და ლიზი კაკულიას ანგარიშზეა. საქართველოს და სომხეთის 19-წლამდე ნაკრებების პირველი ამხანაგური მატჩი ლავრენტი დავითაშვილის გუნდის გამარჯვებით, 5:1 დასრულდა.  სომხეთთან მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ნაწილი იყო. 25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ჩვენი გუნდი ბ ლიგის მეხუთე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც სლოვენიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და აზერბაიჯანს დაუპირისპირდება. ჯგუფს ჩრდილოეთ მაკედონია უმასპინძლებს.  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/cFMfxztBR5o.jpg?itok=a2U1MN8N","video_url":"https://youtu.be/cFMfxztBR5o","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
WU19 | საქართველო 5:1 სომხეთი
WU19 | საქართველო 5:1 სომხეთი
11 August 2025
WU19 | საქართველო 5:1 სომხეთი საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთის ასაკობრივი გუნდის წინააღმდეგ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ჩატარებული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 5:1 დასრულდა.  საქართველოს ნაკრები მატჩის პირველ წუთზე ანანო მიქაბერიძემ დააწინაურა. 27-ე წუთზე კესო მეტონიძემ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო ლოლიტა კალოიანმა 31-ე წუთზე გატანილი გოლით ანგარიშის 3:0 გახადა. 61-ე წუთზე ლიზი კაკულიამ სომხეთის კარში მეოთხე გოლი გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი, 77-ე წუთზე, მარიამ ჯოჯუამ დააფიქსირა.  საქართველოს ნაკრები სომხეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ შეხვედრას 14 აგვისტოს გამართავს. მატჩი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.   {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/eQB1BU1sahc.jpg?itok=U-Qu6iat","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=eQB1BU1sahc","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
19-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
6 August 2025
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.  11 და 14 აგვისტოს, ჩვენი გუნდი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში სომხეთის ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.  19-წლამდელთა მთავარმა მწვრთნლემა, ლავრენტი დავითაშვილმა მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: სალომე ხაჭაპურიძე (ელიტა), ნინო მეტრეველი (რუსთავი), ხატია ბერიშვილი (რუსთავი) დაცვა: ნათია ცეცხლაძე (კვარტალი), ლოლიტა კალოიანი (რუსთავი), ელიზაბეტ რიჟამაძე (კვარტალი), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), ლიზი სახვაძე (რუსთავი), მარიამ შიოლაშვილი (გორი იუნაიტედი), მარიამ კაკულია (ელიტა), ლიზი ლომოური (ახალგორი) ნახევარდაცვა/თავდასხმა: კესო მეტონიძე (რაჭა), ანა საღირაშვილი (ნორჩები), ნათია ჯოჯუა (ელიტა), ანანო მიქაბერიძე (რუსთავი), მარიამ გოგოლაძე (დინამო სოხუმი), ნინო გობაძე (თეთრიწყარო), მარიამ მამფორია (რუსთავი), ლიზი კაკულია (დინამო გაგრა), ნინო ყვავაძე (რუსთავი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), ნინიკო ჩხეტიანი (რუსთავი), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი)
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
5 June 2025
5 ივნისს, ნიონში, 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის წილისყრა გაიმართა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის მესამე ჯგუფში მოხვდა. ჩვენი გუნდის მეტოქეები ბოსნია და ჰერცეგოვინა, ლატვია და ყაზახეთი იქნებიან. მატჩები 22-28 ოქტომბერს ყაზახეთში გაიმართება.  B ლიგაის მეხუთე ჯგუფში ითამაშებს 19-წლამდე ნაკრები, რომელიც სლოვენიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და აზერბაიჯანს დაუპირისპირდება. მატჩები 25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. ჯგუფს ჩრდილოეთ მაკედონია უმასპინძლებს. 
WU19 | საქართველო 1:2 ბულგარეთი
WU19 | საქართველო 1:2 ბულგარეთი
8 April 2025
საქართველო 1:2 ბულგარეთი საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარებოა დაასრულა.  B ლიგის მეორე რაუნდის დასკვნით შეხვედრაში ჩვენი გუნდი ჯგუფის მასპინძელ ბულგარეთთან მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლი ლიზი გოგალაძემ 91-ე წუთზე გაიტანა.  მეორე რაუნდის პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა ლუქსემბურგთან ფრედ (1:1) ითამაშა, ხოლო ლიხტენშტაინის ნაკრებს 2:0 სძლია და B1 ჯგუფში ასპარეზობა 4 ქულით დაასრულა. 
WU19 | საქართველო 2:0 ლიხტენშტაინი
WU19 | საქართველო 2:0 ლიხტენშტაინი
5 April 2025
საქართველო 2:0 ლიხტენშტაინი  საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდის მეორე მატჩი გამართა.  ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა ლიხტენშტაინის ნაკრებს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ლიზი კანკიას და ელენე ბოლქვაძის გოლებით დაამარცხა. ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს და ჯგუფის მასპინძელ ბულგარეთს 2 ქულით ჩამორჩება. დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი სწორედ ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში A ლიგის საგზურს მოიპოვებს. მატჩი 8 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება. 
WU19 | ლუქსემბურგი 1:1 საქართველო
WU19 | ლუქსემბურგი 1:1 საქართველო
2 April 2025
ლუქსემბურგი 1:1 საქართველო საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბ ლიგის მეორე რაუნდის პირველი მატჩი გამართა.  ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა სასტარტო შეხვედრა ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ ფრედ დაასრულა. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლი ნინიკო ჩხეტიანმა გაიტანა.  მომდევნო შეხვედრას საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ლიხტენშტაინის წინააღმდეგ 5 აპრილს გამართავს, ხოლო 8 აპრილს, ჯგუფის მასპინძელ ბულგარეთს დაუპირისპირდება. ა ლიგის საგზურს ბ ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს. 
19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება
28 March 2025
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდში იასპარეზებს. ლავრენტი დავითაშვილის გუნდი შესარჩევი მატჩებისთვის სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ემზადება.  საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2-8 აპრილს, ბულგარეთში გაიმართება. ჩვენი გუნდი ჯგუფის მასპინძელ ბულგარეთს, ლუქსემბურგს და ლიხტენშტაინს დაუპირისპირდება. ა ლიგის საგზურს ბ ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.  მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები 20 ფეხბურთელით ემზადება.  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/MR6MjkpqXLU.jpg?itok=wowi5ZDz","video_url":"https://youtu.be/MR6MjkpqXLU","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]} საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: სალომე ხაჭაპურიძე (ელიტა), ანანო სიგუა (ნიკე-ლუსო), ნინო მეტრეველი (რუსთავი) დაცვა: ლიზი ლომოური (ახალგორი), ლოლიტა კალოიანი (რუსთავი), ნათია ცეცხლაძე (კვარტალი), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), თამუნა ლონდარიძე (ნორჩები), მარიამ კაკულია (ელიტა), ლიზი გოგალაძე (კვარტალი) ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანანო მიქაბერიძე (რუსთავი), მარიამ მამფორია (რუსთავი), ნინი ბერიძე (კვარტალი), ელენე ჩიქოვანი (ნიკე-ლუსო), ლიზი კანკია (კვარტალი), ნინიკო ჩხეტიანი (რუსთავი), ანა საღირაშვილი (ნორჩები), ლიზი კაკულია (დინამო სოხუმი), მარიამ გოგოლაძე (დინამო სოხუმი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო) მატჩების განრიგი 2 აპრილი | ლუქსემბურგი - საქართველო | 17:00 5 აპრილი | საქართველო - ლიხტენშტაინი | 17:00 8 აპრილი | საქართველო - ბულგარეთი | 17:00
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
6 December 2024
6 დეკემბერს, ნიონში, 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის წილისყრა გაიმართა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს A ლიგაში. სალომე ხუბულურის გუნდი მესამე ჯგუფში მოხვდა იტალიის, ჩეხეთის და ხორვატიის ნაკრებებთან ერთად. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს. ბოლო ადგილზე გასული გუნდი კი, B ლიგაში გადაინაცვლებს. ჩვენი ჯგუფის მატჩებს ხორვატია 8-დან 14 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს.  B ლიგაში ითამაშებს საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები. ჩვენი გუნდი პირველ ჯგუფში მოხვდა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები ბულგარეთი, ლუქსემბურგი და ლიხტენშტაინი იქნებიან. A ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, საუკეთესო მეორეადგილოსანი აღზევდება. ჯგუფის მატჩები 2-დან 8 აპრილის ჩათვლით ბულგარეთში გაიმართება.