U19 | ქალთა ნაკრები

WU19 | საქართველო 5:1 სომხეთი

WU19 | საქართველო 5:1 სომხეთი
11 August 2025

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთის ასაკობრივი გუნდის წინააღმდეგ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ჩატარებული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 5:1 დასრულდა. 

საქართველოს ნაკრები მატჩის პირველ წუთზე ანანო მიქაბერიძემ დააწინაურა. 27-ე წუთზე კესო მეტონიძემ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო ლოლიტა კალოიანმა 31-ე წუთზე გატანილი გოლით ანგარიშის 3:0 გახადა. 61-ე წუთზე ლიზი კაკულიამ სომხეთის კარში მეოთხე გოლი გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი, 77-ე წუთზე, მარიამ ჯოჯუამ დააფიქსირა. 

საქართველოს ნაკრები სომხეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ შეხვედრას 14 აგვისტოს გამართავს. მატჩი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.