U19 | ქალთა ნაკრები

19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ასპარეზობა დაასრულა

19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ასპარეზობა დაასრულა
1 December 2025

საქართველოს 19-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა. 

ჯგუფის მასპინძელ ჩრდილოეთ მაკედონიასთან და სლოვენიასთან მარცხის შემდეგ, დასკვნით შეხვედრაში, ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა აზერბაიჯანის ნაკრები დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

აზერბაიჯანელებთან მატჩში დუბლი ანანო წიქარიძემ შეასრულა, ხოლო თითო გოლი ანასტასია ბუჩუკირის და მარიამ გოგოლაძის ანგარიშზეა.

საკვალიფიკაციო ეტაპი ჩვენს გუნდმა სამი ქულით მესამე პოზიციაზე დაასრულა. ჯგუფის გამარჯვებული კი, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები გახდა.