საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა.
შესარჩევის მეორე რაუნდში, ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა B ლიგის მე-6 ჯგუფში სამი შეხვედრა გამართა.
ჩეხეთთან და მასპინძელ ხორვატიასთან მარცხის შემდეგ, დასკვნით შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ლოლიტა კალოიანის, ნათია ჯოჯუას, ანანო წიქარიძის და ანი დავითულიანის გოლებით 4:1 დაამარცხა.
