საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში ორი ამხანაგური მატჩი გამართა.
ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა ერევანში სომხეთის 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივე მატჩში 4:0 გაიმარჯვა.
პირველ მატჩში გოლები ნინიკო ჩხეტიანმა, თეკლა ბერიძემ, ანასტასია ბუჩუკურმა და ელენე ბოლქვაძემ გაიტანეს. მეორე შეხვედრაში თავი ანანო მიქაბერიძემ და ლოლიტა კალოიანმა გამოიჩინეს, ანასტასია ბუჩუკურმა კი დუბლი შეასრულა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრებს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 7-13 ოქტომბერს გამართავს. ჩვენი გუნდი B ლიგის მეორე ჯგუფში ითამაშებს, სადაც ირლანდიას, ბულგარეთსა და სომხეთს შეხვდება. აღნიშნული ჯგუფის მატჩებს ბულგარეთი უმასპინძლებს.
