საქართველო 2:3 საბერძნეთი
საქართველო 2:3 საბერძნეთი
10 June 2026
საქართველო 2:3 საბერძნეთი საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. საბერძნეთის ნაკრებთან გამართული უხვგოლიანი შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა - 2:3.  ჯგუფის გამარჯვებულ ნაკრებთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ორი გოლი სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ გაიტანა. პირველ შემთხვევაში, ლიზი მწყერაშვილის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ბერძენთა მცველმა მარინა თეოდორაკიმ ჩაჭრა და ანგარიში 1:1 გახდა. ჩვენი გუნდის მეორე გოლიც მწყერაშვილის ჩაწოდებას მოყვა, როდესაც მარიამ კალანდაძესთან ორთაბრძოლის დროს ეფთიმია ბრამემ გაიტანა საკუთარ კარში და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.  მატჩის დასკვნით ნაწილში ირის ანტმანის გუნდს გათანაბრების რამდენიმე კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.  საბერძნეთთან შეხვერაში სადებიუტო სანაკრებო მატჩი ჩაატარა 15 წლის თეკლა ბერიძემ, რომელიც თამშში 76-ე წუთზე ჩაერთო.  ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ამ შეკრების ორივე მატჩში ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მათ შორის მესამე თამაშშიც, რომელიც სტუმრად, ფარერის კუნძულებზე ჩავატარეთ. სამწუხაროდ, ამ საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ყველაზე შესაფერისი სიტყვა „უიღბლობაა“.  ჩვენი გულშემატკივრების წინაშე, საკუთარ მოედანზე, ყველამ აჩვენა, რომ ამ გუნდს, პირველ რიგში, ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ვფიქრობ, მთელი საკვალიფიკაციო ეტაპის განმავლობაში ეს ნათლად გამოჩნდა და სწორედ ამით უნდა ვიამაყოთ. დიახ, ფეხბურთში ყოველთვის შედეგებზე ვსაუბრობთ, მაგრამ დღეს ვიხილეთ ბევრი ფეხბურთელი, რომლებმაც პირველად მიიღო ასეთი შანსი. ვფიქრობ, შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის. აქედან გამომდიანრე, იმ იმედით უნდა დაველოდოთ მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპის, რომ ამჯერად უფრო მეტად გაგვიმართლებს". 
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
8 June 2026
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.  8 ივნისს, ირის ანტმანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ მიხეილ მესხი 2-ზე გამართა. ტრავმის გამო საბერძნეთთან შეხვედრაში ნაკრებს თამარ ტატუაშვილი და გვანცა ქადაგიშვილი ვერ დაეხმარებიან. მოახლოებული მატჩის შესახებ მთავარ მწვრთნელნთან ერთად კომენტარი ჩვენი გუნდის შემტევმა, ნინი ბუხრიკიძემ გააკეთა. ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ბოლო მატჩში სასტარტო შემადგენლობის ექვსი ფეხბურთელი გვაკლდა. სამწუხაროდ, ასეთი სიტუაცია გვაქვს და ამიტომ ახალ მოთამაშეებს ვიხილავთ. ვფიქრობ, ამ საკვალიფიკაციო ციკლიდან დადებითი მხარეებიც უნდა დავინახოთ. ვიცი, რთულია კარგზე საუბარი, როცა მარცხდები, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ. რეალობა კი ისაა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლდა. ვიცით, რომ საბერძნეთი ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ აქ პირველ რიგში იმისთვის ვართ, რომ თამაშით სიამოვნება მივიღოთ, რადგან ფეხბურთელები ძალიან ბევრს შრომობენ და ბოლომდე ღირსეულად წარმოადგენენ ეროვნულ ნაკრებს. ახალ ფეხბურთელებს შანსს მივცემთ. ერთ-ერთი მათგანი, 15-წლამდე ნაკრებიდან იქნება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ახალ მოთამაშეებს შესაძლებლობა მივცეთ და ამ მატჩითაც ვისიამოვნოთ. ასევე, გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ ამ პერიოდში გუნდის გვერდით იდგნენ".  ნინი ბუხრიკიძე (ეროვნული ნაკრების წევრი): "საბერძეთი ძლიერი მეტოქეა. სამწუხაროდ, გასვლითი მატჩი დავთმეთ, თუმცა საკუთარ მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად. გუნდში კარგი განწწყობაა და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი მაქსიმალურად დაგვეხმარება ხვალინდელ შეხვედრაში".  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/HV1iX8mrC_0.jpg?itok=troYx8mC","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=HV1iX8mrC_0","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]} საქართველო - საბერძნეთის ქალთა ეროვნული გუნდების მატჩი 9 ივნისს 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.  საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი) დაცვა: მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (ბათუმი), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე (ბათუმი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი) ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), ანა პავლიაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნატა კვირკვაია (ვერე, თბილისი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ლიზი კანკია (კვარტალი, თბილისი) მაიკო ბებია (იუქსეკოვასპორი, თურქეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი), ნინო ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო ბოულინგ გრინი, აშშ), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)
საქართველო 2:3 ფარერის კუნძულები
საქართველო 2:3 ფარერის კუნძულები
5 June 2026
საქართველო 2:3 ფარერის კუნძულები საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრა გამართა. ირის ანტმანის გუნდმა თბილისში ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 2:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრები მეტოქეს ბებიას და ბუხრუკიძის გოლებით ამარცხებდა, თუმცა მოპოვებული უპირატესობა ბოლო წუთებზე გაუშა ხელიდან.  საკვალიფიკაციო ეტაპის დაკსვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 9 ივნისს, თბილისში, საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.  ირის ანტმანი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "გოლის გატანის ბევრი შესაძლებლობა გვქონდა, გავიტანეთ კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, მეორე ტაიმში რამდენიმე შეცდომა დავუშვით. შესაძლებლობები გვქონდა, ანგარიში კიდევ უფრო გაგვეზარდა, მაგრამ ფეხბურთში ასეა — თუ შენს შანსებს ვერ იყენებ, მეტოქე სარგებლობს ამით. სწორედ ეს მოხდა დღესაც. ბოლოს ყველაფერი შეტევაში ჩავდეთ, რადგან ამ მატჩის მოგება გვინდოდა, და ამის ფონზე მესამე გოლიც გავუშვით. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე მოვიდნენ და მთელი მატჩის განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ".  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/T8v4TdEymwo.jpg?itok=crtmQJcL","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=T8v4TdEymwo&feature=youtu.be","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
4 June 2026
ივნისის სანაკრებო პაუზის პირველ შეხვედრას ქალთა ეროვნული გუნდი ფარერის კუნძულების წინააღმდეგ გამართავს.  5 ივნისს, ირის ანტმანის გუნდი მეტოქეს დავით პეტრიაშვილი არენაზე უმასპინძლებს. შეხვედრა 17:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.  მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და ნაკრების ფეხბურთელებმა - ნათია დანელიამ და ლიზი მწყერაშვილმა ისაუბრეს.  ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ფარერის კუნძულების ნაკრებს კარგად ვიცნობთ. მათ ჩვენი გუნდის მსგავსის სტილი აქვთ. სამწუხაროდ, წინა შეხვედრა ბოლო წუთებზე დავთმეთ, თუმცა გოლის გატანის ბევრი შესაძლებლობა გვქონდა. ამჯერად სახლში ვთამაშობთ და თამაში სრულიად განსხვავებული მატჩი იქნება. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მოედანზე აჩვენებენ იმას, რაც იციან, შექმნიან უფრო მეტ საგოლე შესაძლებლობას და ამ თამაშის მოგებას შევძლებთ.“ {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/U0BbnNv_W20.jpg?itok=uWseT1_j","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=U0BbnNv_W20","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]} საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი) დაცვა: თამარ ტატუაშვილი (მაკაბი ხოლონი, ისრაელი), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (ბათუმი), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე (ბათუმი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი) ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), ანა პავლიაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნატა კვირკვაია (ვერე, თბილისი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ლიზი კანკია (კვარტალი, თბილისი) მაიკო ბებია (იუქსეკოვასპორი, თურქეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი), ნინო ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო ბოულინგ გრინი, აშშ), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)
ქალთა ნაკრები ივნისის მატჩებისთვის მზადებს განაგრძობს
ქალთა ნაკრები ივნისის მატჩებისთვის მზადებს განაგრძობს
30 May 2026
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.  5 ივნისს, ჩვენი გუნდი ფარერის კუნძულების ნაკრებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს, ხოლო 9 ივნისს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს საქართველოს ქალთა ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ, მიხეილ მესხი 2-ზე გამართავს. მზადების პროცესის და მოახლოებული მატჩების შესახებ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტანმა და ნაკრების ფეხბურთელებმა - ანა პავლიაშვილმა და ლიზი კანკიამ ისაუბრეს.  ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა. საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ჩვენი მიზანი ორივე მატჩის მოგებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივრებმა, რომლებიც წლების განმავლობაში მუდმივად ჩვენს გვერდით იდგნენ, ამ თამაშებზეც დაგვიჭირონ მხარი. დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერა ისევ დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს გუნდზე, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. ფარერის კუნძულებზე რთული შეხვედრა გვქონდა, თუმცა ვინც ის მატჩი ნახა, დამეთანხმება, რომ გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა. მჯერა, საკუთარ მოედანზე ფეხბურთელები კიდევ უფრო მეტად შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. თუ გარკვეულ დეტალებს გამოვასწორებთ და იმ კომპონენტებს დავამატებთ, რაც წინა შეხვედრაში დაგვაკლდა, ვფიქრობ, გამარჯვების მიღწევა შეგვიძლია. რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს, ვიცით, რომ ძალიან ძლიერი მეტოქეა. მიუხედავად ამისა, ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით და სრული კონცენტრაციით, იმედი გვაქვს, სასურველ შედეგს მივაღწევთ და საკვალიფიკაციო ეტაპს დადებითად დავასრულებთ". {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/a24CIJKjPyE.jpg?itok=_gtnv-S4","video_url":"https://youtu.be/a24CIJKjPyE","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]} მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა.  საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი) დაცვა: თამარ ტატუაშვილი (მაკაბი ხოლონი, ისრაელი), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (ბათუმი), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე (ბათუმი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი) ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), ანა პავლიაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნატა კვირკვაია (ვერე, თბილისი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ლიზი კანკია (კვარტალი, თბილისი) მაიკო ბებია (იუქსეკოვასპორი, თურქეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი), ნინო ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო ბოულინგ გრინი, აშშ), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი) მატჩების განრიგი 5 ივნისი | საქართველო - ფარერის კუნძულები | 17:30 - დავით პეტრიაშვილი 9 ივნისი | საქართველო - საბერძნეთი | 21:00 - მიხეილ მესხი 2 მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: საქართველოს ქალთა ნაკრების მატჩებზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 31 მაისის ჩათვლით, მითითებული ბმულის გამოყენებით.  ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.  გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მედიისთვის განკუთვნილი ადგილები შეზღუდულია. მედია ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული ოფიციალური წერილის გარეშე გამოგზავნილი მოთხოვნა არ განიხილება. 
ქალთა ნაკრებმა ივნისის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ქალთა ნაკრებმა ივნისის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
27 May 2026
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალფიკაციო ეტაპის ორ მატჩს გამართავს.  5 ივნისს, ჩვენი გუნდი ფარერის კუნძულების ნაკრებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს, ხოლო 9 ივნისს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს საბერძნეთის წინააღმდეგ, მიხეილ მესხი 2-ზე გამართავს. მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა.  საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი) დაცვა: თამარ ტატუაშვილი (მაკაბი ხოლონი, ისრაელი), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (ბათუმი), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე (ბათუმი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი) ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), ანა პავლიაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნატა კვირკვაია (ვერე, თბილისი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ლიზი კანკია (კვარტალი, თბილისი) მაიკო ბებია (იუქსეკოვასპორი, თურქეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი), ნინო ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო ბოულინგ გრინი, აშშ), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი) მატჩების განრიგი 5 ივნისი | საქართველო - ფარერის კუნძულები | 17:30 - დავით პეტრიაშვილი 9 ივნისი | საქართველო - საბერძნეთი | 21:00 - მიხეილ მესხი 2 მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: საქართველოს ქალთა ნაკრების მატჩებზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 31 მაისის ჩათვლით, მითითებული ბმულის გამოყენებით.  ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.  გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მედიისთვის განკუთვნილი ადგილები შეზღუდულია. მედია ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული ოფიციალური წერილის გარეშე გამოგზავნილი მოთხოვნა არ განიხილება. 
ფარერის კუნძულები 1:0 საქართველო
ფარერის კუნძულები 1:0 საქართველო
19 April 2026
ფარერის კუნძულები 1:0 საქართველო საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი სტუმრად, ფარერის კუნძულების წინააღმდეგ გამართა. ტორსჰანვში ჩატარებული თამაში მასპინძელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი კი 90-ე წუთზე ანა ბრენდსტრუპმა გაიტანა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩებს ქალთა ნაკრები ივნისში გამართავს. 5 ივნისს ჩვენი გუნდი ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 9 ივნისს - საბერძნეთს. ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ იმით, თუ როგორ წავაგეთ ეს თამაში. გვქონდა რამდენიმე მომენტი, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა და გოლი გაგვეტანა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით. ვფიქრობ, მსაჯს ორ ეპიზოდში შეეძლო ჩვენს სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანის დანიშვნა. ველით მომდევნო მატჩებს, რომლებიც საქართველოში უნდა ჩავატაროთ. დღევანდელი მარცხი ჯგუფიდან გასვლის შანსს ამცირებს, მაგრამ ორ საშინაო შეხვედრაში ექვსი ქულის აღება გვჭირდება და შემდეგ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები სხვა ჯგუფებში. მოთამაშეებით ვამაყობ - მათ დღეს ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ საბოლოოდ აუცილებელია გოლის გატანა, რაც ვერ მოვახერხეთ, და ამიტომ წავაგეთ თამაში".  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/pB9DqhorYBM.jpg?itok=tj1FcydH","video_url":"https://youtu.be/pB9DqhorYBM","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
ფარერის კუნძულები - საქართველო | მატჩისწინა ვარჯიში ტორსჰავნში
ფარერის კუნძულები - საქართველო | მატჩისწინა ვარჯიში ტორსჰავნში
17 April 2026
18 აპრილს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას ფარერის კუნძულების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.  მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა ტორსჰავნში, მატჩის მასპინძელ სტადიონზე, ტორსვოლურზე ივარჯიშა.  ფარერის კუნძულების და საქართველოს ქალთა ნაკრებების შეხვედრა 18 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/lXh4M-pGYns.jpg?itok=aLazzrFO","video_url":"https://youtu.be/lXh4M-pGYns","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]} საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი) დაცვა: თამარ ტატუაშვილი (მაკაბი ხოლონი, ისრაელი), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), სალომე გასვიანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (ბათუმი), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე (ბათუმი) ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანა პავლიაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანანო მიქაბერიძე (კვარტალი, თბილისი), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), მაიკო ბებია (იუქსეკოვასპორი, თურქეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი), ნინო ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
7 April 2026
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩისთვის მზადება დაიწყო.  18 აპრილს, ირის ანტმანის გუნდი, ტორსჰავნში, ფარერის კუნძულების ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩისთვის ნაკრები სფფ-ის ტექნიკური ცენტრ ავაზას მოედანზე ემზადება.  ფარერის კუნძულების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრებში 23 ფეხბურთელია გამოძახებული. მათ შორის ერთი დებიუტანტია - ნიკე-ლუსოს თავდამსხმელი თეკლა ბერიძე.  მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩისთვის ნაკრები 15 აპრილამდე თბილისში მოემზადება, 16 აპრილს კი გუნდი ფარერის კუნძულებზე გაემგზავრება.  საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი) დაცვა: თამარ ტატუაშვილი (მაკაბი ხოლონი, ისრაელი), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), სალომე გასვიანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (ბათუმი), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე (ბათუმი) ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანა პავლიაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანანო მიქაბერიძე (კვარტალი, თბილისი), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), მაიკო ბებია (იუქსეკოვასპორი, თურქეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი), ნინო ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი) {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/dwe02l45GQE.jpg?itok=3EwKvHRz","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=dwe02l45GQE","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
საბერძნეთი 3:0 საქართველო
საბერძნეთი 3:0 საქართველო
4 March 2026
საბერძნეთი 3:0 საქართველო საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გამართა.  ჰერაკლიონში, საბერძნეთის ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.  საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 18 აპრილს, ფარერის კუნძულების ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/OzzAsMGDFr0.jpg?itok=nERVtAmW","video_url":"https://youtu.be/OzzAsMGDFr0","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
საბერძნეთი - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
საბერძნეთი - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
3 March 2026
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 3 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.  2 მარტს, ირის ანტმანის გუნდმა ჰერაკლიონში, მატჩის მასპინძელ თეოდოროს ვარდინოგიანისის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა.  ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "საბერძნეთში გუშინ ჩამოვედით და, მიუხედავად ხანგრძლივი მგზავრობისა, ნაყოფიერი ვარჯიში ჩავატარეთ. მოუთმენლად ველით ხვალინდელ შეხვედრას. ვიცით, რომ რთული თამაში გველის ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ჯგუფის ფავორიტად მიიჩნევა. თუმცა, ჩვენ საქართველოს ნაკრები ვართ და თუ ყველაფერს გეგმის მიხედვით გავაკეთებთ, ტაქტიკურად ასი პროცენტით შევასრულებთ დავალებებს, გოლის გატანის შანსი აუცილებლად გვექნება და ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. ვენდობი ჩემს ფეხბურთელებს — ვიცი, რომ მოტივირებულები არიან და თავიანთ საქმეს გააკეთებენ".  საბერძნეთი - საქართველოს შეხვედრა 3 მარტს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.  საბერძნეთში მყოფი ქართველი გულშემატკივრების საყურადღებოდ სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის გამოყოფილია სტადიონის მე-6 შესასვლელი. გულშემატკივრები ტრიბუნაზე უსაფრთხოების შემოწმების გავლის შემდეგ დაიშვებიან. სტადიონზე აკრძალულია A4 ფორმატზე დიდი ზომის ჩანთების შეტანა. დასწრება თავისუფალია. {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/QahwDmDJkD0.jpg?itok=5ZyktYJY","video_url":"https://youtu.be/QahwDmDJkD0","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]} საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი) დაცვა: თამარ ტატუაშვილი (მაკაბი ხოლონი, ისრაელი), ნატა კვირკვაია (ვერა, თბილისი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), ნათელა წოწერია (ბათუმი) ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა (ლანჩხუთი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), ნათია ჯოჯუა (დინამო სოხუმი), ნინი ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), ანანო წიქარიძე
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
27 February 2026
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას საბერძნეთთან მატჩით იწყებს. 3 მარტს, ირის ანტმანის გუნდი მეტოქეს ჰერაკლიონში დაუპირისპირდება.  საბერძნეთში გამგზავრებამდე ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი, ირის ანტმანი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მოახლოებული საკვალიფიკაციო ეტაპის შესახებ ისაუბრა.  ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "საკვალიფიკაციო ეტაპის თებერვალში დაწყება ყოველთვის გამოწვევაა ჩვენთვის. წინა შესარჩევიც ამ პერიოდში დავიწყეთ და ახლა მოახლოებულ მატჩებს უფრო მეტად მომზადებულები ვხვდებით. სწორედ ამიტომ დავიწყეთ მზადება იანვრიდან. ამასთან, ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამის მიხედვით ვარჯიშობდნენ. ვფიქრობ, საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტს ახლა უკეთეს ფორმაში ვხვდებით, ვიდრე წინა შემთხვევაში იყო. ჯგუფის ორივე გუნდი რეიტინგში ჩვენზე მაღლა დგას, თუმცა ვიცით, რომ ფეხბურთში რეიტინგი გადამწყვეტი არ არის. თითოეულ შეხვედრაში მაქსიმუმი უნდა ჩავდოთ. განსაკუთრებით საბერძნეთთან, რომელიც ძალიან კარგი გუნდია. გამარჯვებას მოვახერხებთ, თუ მეტოქის სისუსტეებს გამოვიყენებთ და ჩვენს გეგმას მივყვებით. ტრავმების გამო გასვიანი, ბაქრაძე და ჩემინავა ვერ გვეხმარებიან. შეკრების პერიოდში ასევე ანი აკობიძე დაშავდა. შესაბამისად, მათ ნაცვლად ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოვიძახეთ. თითქმის სამი წელია აქ ვარ და ეროვნულ ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი მოვიწვიე. საქართველოში ბევრი საინტერესო მოთამაშეა და მიხარია, რომ 15-წლამდელთა ჩემპიონატის ჩატარება დავიწყეთ, სადაც არაერთ ნიჭიერ მოთამაშეს ვხედავ. ანანო წიქარიძე რომაში რამდენიმე ვარჯიშს ჩაატარებს, სადაც მას დააკვირდებიან. როგორც ვიცი, მსგავსი პრაქტიკით ბევრი მოთამაშე მიჰყავთ. ეს იტალიური კლუბების სტრატეგიაა — აკვირდებიან ფეხბურთელებს და კონტრაქტს საუკეთესოებთან აფორმებენ. ანანო ჯერ 16 წლისაა და ხელშეკრულებას 18 წლამდე ვერ გააფორმებს, თუმცა შესანიშნავი იქნება, თუ კარიერას ასეთი მაღალი დონის კლუბში გააგრძელებს. გუნდის კაპიტანი თამარ ტატუაშვილი იქნება. ის ძალიან რთული ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს და კარიერას ისრაელში აგრძელებს. ეს ფეხბურთელი თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში ლეგიონერია და, როგორც საფეხბურთო, ისე პიროვნული თვისებებით, ჩემთვის ნამდვილი ლეგენდაა. მას უყვარს ფეხბურთი და სხვა ფეხბურთელებისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს".  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/zZJv8wMEZxI.jpg?itok=MSd78x0Y","video_url":"https://youtu.be/zZJv8wMEZxI","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]} საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე C ლიგაში იასპარეზებს. საბერძნეთის ნაკრებთან ერთად, C4 ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები ფარერის კუნძულების ნაკრებია. C ლიგიდან საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიანი პლეი-ოფის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, რომლებიც ასევე 2027 წლის ერთა ლიგის გათამაშებისთვის B ლიგაში დაწინაურდებიან. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის დამატებით ორ საგზურს ასევე მიიღებს C ლიგის ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი.