U15 | ქალთა ნაკრები

WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა
WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა
31 August 2026
საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა.  ტურნირის პირველ შეხვედრაში გიორგი გიოშვილის გუნდი მასპინძელ სერბეთთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. უელსის წინააღმდეგ ჩატარებული მეორე შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, 4:2 დასრულდა. უელსთან მატჩში დუბლი მარიამ ხვადაგიანმა შეასრულა.  დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ისრაელს 1:0 სძლია და გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა. მატჩის ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ანი გაგლოშვილმა გაიტანა.  უეფას განვითარების თასი | სერბეთი სერბეთი 1:0 საქართველო  საქართველო 2:4 უელსი საქართველო 1:0 ისრაელი სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის ფოტო
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
24 August 2026
საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრები, სერბეთში, უეფას განვითარების ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.  ჩვენი გუნდი მოახლოებული მატჩებისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გიორგი გიოშვილის ხელმძღვანელობით 18 ფეხბურთელით ემზადება.  საქართველოს 15-წლამდე ნაკრები 26-დან 31 აგვისტოს ჩათვლით სერბეთში სამ თამაშს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქეები უელსი, ისრაელი და მასპინძელი სერბეთი იქნებიან.  საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: ნუცა ნადირაძე (რუსთავი), ანიტა მეტრეველი (გორი იუნაიტედი) დაცვა: ნინი ჯანელიძე (მართვე), ბარბარე კაპატაძე (მართვე), ანასოფია ბერიშვილი (ვერე), ბარბარე გულბანი (ტორპედო) ნახევარდაცვა: თეონა მახარაძე (ბათუმი), ნინო ჯგერენაია (კვარტალი), ანასტასია ხანთაძე (მართვე), ალისა ხუნწარია (მართვე), სალომე ჯავახიშვილი (სპაერი), ანანო ჯიღაური (რუსთავი), ანასტასია კილაძე (ტორპედო), ანი გაგლოშვილი (ვერე), მარიამ ხვადაგიანი (ვერე), მარიამ ხულორდავა (ნორჩები) თავდასხმა: ნინო დავითაშვილი (გორი იუნაიტედი), ელენე ჩხეიძე (მართვე მატჩების განრიგი 26 აგვისტო | სერბეთი - საქართველო | 15:00 28 აგვისტო | საქართველო - უელსი | 15:00 31 აგვისტო | საქართველო - ისრაელი | 12:30
WU15 | სასელექციო მატჩები თბილისსა და გვიმბალაურში
WU15 | სასელექციო მატჩები თბილისსა და გვიმბალაურში
3 July 2026
სფფ-ის ნუცუბიძისა და გვიმბალაურის ტექნიკურ ცენტრებში, საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრების დასაკომპლექტებლად სასელექციო მატჩები გაიმართა. სასელექციო მატჩების შედეგების საფუძველზე, სამწვრთნელო შტაბი გიორგი გიოშვილის ხელმძღვანელობით დააკომპლექტებს გუნდს, რომელიც სერბეთში გასამართ განვითარების ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრები 26-31 აგვისტოს სერბეთში სამ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქეები სერბეთი, ისრაელი და უელსი იქნებიან.
15-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
15-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
25 August 2025
საქართვლეოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა.  ტატა მატვეევას გუნდმა სადებიუტო საერთაშორისო გათამაშების ფარგლებში 3 მატჩი გამართა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან 0:3, მასპინძელ ხორვატიასთან 0:4 და ისრაელთან 1:2 დამარცხდა.  საქართველოს 15 წლამდე გოგონათა ნაკრების დასაკომპლექტებლად სასელექციო მატჩები თბილისსა და ქუთაისში ჩატარდა. 
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
18 August 2025
საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრები ხორვატიაში გასამართ უეფას განვითარების ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.  ტატა მატვეევას ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი მოახლოებული მატჩებისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე 18 ფეხბურთელით ემზადება.  საქართველოს 15-წლამდე ნაკრები 20-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ხორვატიაში სამ თამაშს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქეები ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია და ისრაელი იქნებიან.  საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: მელანო ძაძუა (ქსკ საბურთალო), თინიკო ჯაიანი (ბათუმი) დაცვა: ანასტასია მარგიანი (თეთრიწყარო), ბარბარე მანაგაძე (მართვე), სესილი სვანიძე (კოლხეთი ხობი), თეკლა ხარაზიშვილი (ნორჩები) ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო სხირტლაძე (ქსკ საბურთალო), ლინა სურმალიანი (ეძანი), ნინო აბულაძე (ბათუმი), ლიზი ბახტაძე (სპაერი), ნატალია გუგულაშვილი-აფციაური (ფუენლაბრადა ატლანტისი, ესპანეთი), მარიამ დარჩიაშვილი (კვარტალი), თამარ მარუაშვილი (მართვე), თამარ კაპანაძე (ახალგორი), მარიამ ნათაძე (დინამო სოხუმი), ანასტასია ცხოვრებაძე (ნორჩები), სესილი მასხარაშვილი (რუსთავი), მარიტა ჯალაღონია (მტრედები) მატჩების განრიგი თბილისის დროით 20 აგვისტო | ბოსნია და ჰერცეგოვინა - საქართველო | 19:30 22 აგვისტო | ხორვატია - საქართველო | 12:00 25 აგვისტო | საქართველო - ისრაელი | 12:00
WU15 | სასელექციო მატჩები თბილისსა და ქუთაისში
WU15 | სასელექციო მატჩები თბილისსა და ქუთაისში
2 July 2025
სფფ-ის ნუცუბიძის ტექნიკურ ცენტრსა და ქუთაისის ტექნიკურ ცენტრში, 15 წლამდე გოგონათა ნაკრების დასაკომპლექტებლად სასელექციო მატჩები ჩატარდა.  სასელექციო მატჩების შედეგად, სამწვრთნელო შტაბი ტატიანა მატვეევას ხელმძღვანელობით 2011 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან გუნდს დააკომპლექტებს, რომელიც ხორვატიაში განვითარების ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.  საქართველოს 15-წლამდე ნაკრები 20-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ხორვატიაში სამ თამაშს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქეები ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია და ისრაელი იქნებიან.