სფფ-ის ნუცუბიძის ტექნიკურ ცენტრსა და ქუთაისის ტექნიკურ ცენტრში, 15 წლამდე გოგონათა ნაკრების დასაკომპლექტებლად სასელექციო მატჩები ჩატარდა.
სასელექციო მატჩების შედეგად, სამწვრთნელო შტაბი ტატიანა მატვეევას ხელმძღვანელობით 2011 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან გუნდს დააკომპლექტებს, რომელიც ხორვატიაში განვითარების ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს 15-წლამდე ნაკრები 20-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ხორვატიაში სამ თამაშს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქეები ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია და ისრაელი იქნებიან.
