სფფ-ის ნუცუბიძისა და გვიმბალაურის ტექნიკურ ცენტრებში, საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრების დასაკომპლექტებლად სასელექციო მატჩები გაიმართა.
სასელექციო მატჩების შედეგების საფუძველზე, სამწვრთნელო შტაბი გიორგი გიოშვილის ხელმძღვანელობით დააკომპლექტებს გუნდს, რომელიც სერბეთში გასამართ განვითარების ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრები 26-31 აგვისტოს სერბეთში სამ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქეები სერბეთი, ისრაელი და უელსი იქნებიან.
