U15 | ქალთა ნაკრები

WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა

WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა
31 August 2026

საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა. 

ტურნირის პირველ შეხვედრაში გიორგი გიოშვილის გუნდი მასპინძელ სერბეთთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. უელსის წინააღმდეგ ჩატარებული მეორე შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, 4:2 დასრულდა. უელსთან მატჩში დუბლი მარიამ ხვადაგიანმა შეასრულა. 

დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ისრაელს 1:0 სძლია და გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა. მატჩის ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ანი გაგლოშვილმა გაიტანა. 

უეფას განვითარების თასი | სერბეთი

სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის ფოტო