საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
19 მარტი 2026

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ საწვრთნელ შეკრებას 23 მარტს, თბილისში დაიწყებს. 

მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი 26 მარტს, თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს ლიეტუვის წინააღმდეგ კაუნასში ითამაშებს.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ამხანაგური მატჩებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია - გრაცის შტურმის 23 წლის ნახევარმცველი, გიზი მამაგეიშვილი. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი)

მედიის საყურადღებოდ

23 მარტს, 11:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ვილი სანიოლის და ალექსანდრე იაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციაზე დასწრების მსურველმა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შესაბამისი მოთხოვნით მიმართეთ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს - [email protected]

  • საქართველო - ისრაელი | მედია აკრედიტაცია

საქართველო - ისრაელის ამხანაგურ მატჩზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ გამოგზავნოთ 22 მარტის ჩათვლით.

მითითებული ბმულის გამოყენებით ატვირთეთ მედია ორგანიზაციის ოფიციალური წერილი, სადაც აღნიშნული იქნება აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მედიისთვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. აკრედიტაციის მოთხოვნაზე პასუხს განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, 24 მარტის ჩათვლით მიიღებთ.

მედია ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული ოფიციალური წერილის გარეშე გამოგზავნილი მოთხოვნა არ განიხილება