U17 | უელსი 2:2 საქართველო - პირველი ადგილი B ლიგის ჯგუფში

U17 | უელსი 2:2 საქართველო - პირველი ადგილი B ლიგის ჯგუფში
16 აპრილი 2026

შემადგენლობა და მატჩის გვერდი - უელსი 2:2 საქართველო

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, სან მარინოში გამართულ შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდში, დასკვნითი მატჩი უელსის წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც ფრედ - 2:2 დასრულდა. 7 ქულით,  B ლიგის ჯგუფში, ჩვენმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.

შეხვედრაში ანგარიში 23-ე წუთზე, საბა ავდოევმა შორეული დარტყმით გახსნა, ხოლო მეორე გოლი მეორე ტაიმის 72-ე წუთზე ნიკოლოზ ხატოიანმა გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველ წუთზე, სტუმართა შემტევმა - ლეო პაპირნიკმა დააფიქსირა - 2:2.

აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, მომდევნო წლიდან 19-წლამდელთა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას და სან მარინოში მიღწეული დადებითი შედეგი სწორედ ამ შესარჩევი ციკლის წილისყრის პროცესზე მოახდენს გავლენას.