ივნისის ამხანაგური მატჩები | მედია აკრედიტაცია

ივნისის ამხანაგური მატჩები | მედია აკრედიტაცია
14 მაისი 2026

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 

2 ივნისს, ჩვენი გუნდი რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 5 ივნისს ნაკრების მეტოქე ბაჰრეინი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: მატჩებზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ 24 მაისის ჩათვლით. მითითებული ბმულის გამოყენებით აირჩიეთ სასურველი თამაში.

ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მედიისთვის განკუთვნილი ადგილები შეზღუდულია. აკრედიტაციის მოთხოვნაზე პასუხს განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, 31 მაისის ჩათვლით მიიღებთ. 

მედია ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული ოფიციალური წერილის გარეშე გამოგზავნილი მოთხოვნა არ განიხილება.