საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2026/27 სეზონის გათამაშებას საშინაო მატჩებით იწყებს.
25 სექტემბერს, ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 28 სექტემბერს - უკრაინას. ორივე მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.
მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: მატჩებზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ 15 სექტემბრის ჩათვლით. მითითებული ბმულის გამოყენებით აირჩიეთ სასურველი თამაში.
ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მედიისთვის განკუთვნილი ადგილები შეზღუდულია. აკრედიტაციის მოთხოვნაზე პასუხს განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, 20 სექტემბრის ჩათვლით მიიღებთ.
მედია ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული ოფიციალური წერილის გარეშე გამოგზავნილი მოთხოვნა არ განიხილება.
