საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და მას სლოვაკეთი უმასპინძლებს. C ჯგუფის სამ შეხვედრას ჩვენი გუნდი 11, 14 და 17 ივნისს - პოლონეთის, საფრანგეთის და პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ სპეციალურ ტრიბუნაზე, ბილეთების რეალიზაციას სფფ-ის ახალი პარტნიორი, biletebi.ge უზრუნველყოფს. ბილეთების გაყიდვა 11 მაისს დაიწყება და ფასი 12 ევროს ეკვივალენტი ლარში იქნება.
11 ივნისი - 21:00 | პოლონეთი - საქართველო | ჟილინა - ბილეთები
14 ივნისი - 21:00 | საფრანგეთი - საქართველო | ჟილინა - ბილეთები
17 ივნისი - 18:00 | საქართველო - პორტუგალია | ტრენჩინი - ბილეთები
⏱️ CET
თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება.