U19 ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან მეორე მატჩი გამართა

U19 ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან მეორე მატჩი გამართა
8 თებერვალი 2023

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მოლდოვის ასაკობრივ გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და 2:4 დამარცხდა. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გოლები პაკო დოლიძემ და საბა ელბაქიძემ გაიტანეს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა, რომელიც 7 თებერვალს გაიმართა, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების გამარჯვებით, 5:4 დასრულდა. 

მოლდოვასთან ამხანაგური მატჩები ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მოსამზადებელი ეტაპი იყო. ოფიციალურ შეხვედრებს ბესარიონ არველაძის გუნდი 22-25 მარტს, რიგაში ჩაატარებს. საქართველოს ნაკრები ლატვიის, ბელგიისა და ფინეთის ასაკობრივ გუნდებს დაუპირისპირდება.