ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდში იასპარეზებს

ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდში იასპარეზებს
21 მარტი 2023

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდში სააპარეზოდ ლატვიაში გაემგზავრა. 

ბესარიონ არველაძის გუნდი ელგავაში ბელგიის, ლატვიის და ფინეთის 19-წლამდე ნაკრებებს შეხვდება. 

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის 12 ფეხბურთელით ემზადება. 

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლომაია (ქუთაისი), გიორგი ილურიძე (უნიონ სპორტივი, პარიზი, საფრანგეთი)

წინა ხაზი: შოთიკო ანდღულაძე (35-ე საფეხბურთო სკოლა), ზაზა იაშვილი (35-ე საფეხბურთო სკოლა), საბა ელბაქიძე (დინამო თბილისი), პავლე დოლიძე (სასკოლო აკადემია), დავით გამბაროვი (35-ე საფეხბურთო სკოლა), დადუ დადუნაშვილი (დინამო თბილისი), გიგა სხილაძე (ბორჯომი), ნიკოლოზ ჯიქია (დინამო თბილისი), გიორგი სონღულაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ხუგაშვილი (თსუ 2)

22 მარტი | 18:00 | ბელგია - საქართველო 

23 მარტი | 21:00 | ლატვია - საქართველო

25 მარტი | 19:00 | საქართველო - ფინეთი