ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება

ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
20 იანვარი 2025

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სათამაშოდ ემზადება. 

ჩვენი გუნდი A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მასპინძელ ლიეტუვას, გერმანიას და მალტას დაუპირისპირდება. მატჩები 22-25 იანვარს, ქალაქ დრუსკინინკაიში გაიმართება. საკვალიფიკაციო ეტაპიდან მეინ რაუნდის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს. 

ბესარიონ არველაძის გაწვრთნილი საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ლიეტუვაში 21 იანვარს, 12 ფეხბურთელით გაემგზავრება. 

ფუტსალის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, 28 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, მოლდოვაში გაიმართება. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიგი ლომაია (პსპ), ალექსანდრე ღარიბოვი (თსუ)

წინა ხაზი: თენგიზ პატარაია (ბეტისი თბილისი), ლუკა მიქაბერიძე (SL აკადემია), ნიკოლოზ გოგოხია (SL აკადემია), გიორგი აირაპეტიანი (SL აკადემია), დავით წერეთელი (SL აკადემია), დაჩი ცალუღელაშვილი (ინტერის აკადემია), ილია გოგოხია-ხატისკაცი (SL აკადემია), ნიკა ქარცივაძე (თსუ), ლევან გუგუციძე (SL აკადემია), მოსე ჩიკიროვი (ბსსა)

მატჩების განრიგი