U19 | ლიეტუვა 7:7 საქართველო

U19 | ლიეტუვა 7:7 საქართველო
25 იანვარი 2025

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დასკვნითი მატჩი გამართა. ჯგუფის მასპინძელ ლიეტუვასთან უხვგოლიანი შეხვედრა ფრედ, 7:7 დასრულდა. 

საქართველოს ნაკრები მე-5 წუთზე მოსე ჩიკიროვმა დააწინაურა. მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს, ხოლო გიორგი აირაპეტიანის გაძევების შემდეგ, ლიეტუვის ნაკრებმა კიდევ ოთხი გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრები თამაშში მეორე ტაიმში დაბრუნდა. დაჩი ცალუღელაშვილის, ლიეტუველთა ავტოგოლის, მოსე ჩიკიროვის კიდევ სამი გოლის და ნიკოლოზ გოგოხიას ზუსტი დატყმის შემდეგ შემდეგ, ჩვენი გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო. თუმცა, გოგოხიას გაძევების შედეგად რიცხობრივ უმცირესობაში მეორედ დარჩენილმა საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა. 

საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი 5 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა. მეინ რაუნდის საგზური ჯგუფის გამარჯვებულმა, გერმანიის ნაკრებმა მოიპოვა.