ფუტსალი | საქართველოს ნაკრები მეინ რაუნდის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები მეინ რაუნდის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება
7 აპრილი 2025

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება. 

11 აპრილს, ჩვენი გუნდის კოსოვოს ნაკრებს ესტუმრება, ხოლო 16 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საფრანგეთს უმასპინძლებს. 

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები თბილისში ემზადება. ავთანდილ ასათიანმა შეკრებაზე 15 ფეხბურთელი გამოიძახა. 

ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინ რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი,  საგზურისთვის ბრძოლას პლე-ოფში გააგრძელებს. მეინ რაუნდში ჩატარებული ოთხი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 9 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ საფრანგეთს 3 ქულით ჩამორჩება, მესამე ადგილზე მყოფ კოსოვოს კი 3 ქულა აქვს. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)

წინა ხაზი: ლევან სვანიძე (პსპ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბრუიძე (არმია), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)

მატჩების განრიგი

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: საქართველო - საფრანგეთის მატჩზე აკრედიტაციის მისაღებად, 14 აპრილის ჩათვლით შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა

ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაციის ოფიციალური წერილის გარეშე გამოგზავნილი მოთხოვნები არ განიხილება.