American Vintage საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური პარტნიორი გახდა
American Vintage საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური პარტნიორი გახდა
11 ივნისი 2026
თბილისში, American Vintage-ის ახალი მაღაზიის გახსნის ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფრანგული ბრენდის პარტნიორობისადმი მიძღვნილი სპეციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები American Vintage-ის უახლეს კოლექციას გაეცნენ, მათ შორის იმ სამოსს, რომელიც ეროვნული ნაკრების ოფიციალური ტანისამოსის ნაწილი გახდება. პარტნიორობის ფარგლებში, მიმდინარე წლის სექტემბრიდან American Vintage საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური off-field და lifestyle პარტნიორი გახდება. ბრენდი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს ოფიციალური სამოსით უზრუნველყოფს. American Vintage უკვე რამდენიმე წელია აქტიურად უჭერს მხარს სპორტულ ღირებულებებს — როგორც საკუთარი თანამშრომლების სპორტული აქტივობების ხელშეწყობით, ისე საგულდაგულოდ შერჩეული პარტნიორობების მეშვეობით. სპორტთან ეს მჭიდრო კავშირი უშუალოდ ბრენდის დამფუძნებლის, მიქაელ აზულაის ხედვიდან მომდინარეობს. „სპორტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩემს კეთილდღეობას და მაძლევს შესაძლებლობას, გონება გავითავისუფლო“, — აღნიშნავს AMV-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მიქაელ აზულაი. კომპანიის შიგნით ის ხელს უწყობს თვითგანვითარების, გუნდური ძალისხმევისა და საერთო მიზნისთვის მუშაობის კულტურას — ღირებულებებს, რომლებიც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე სპორტში. ეს ფილოსოფია ნათლად აისახება ბრენდის სათავო ოფისში, სადაც თანამშრომლებისთვის მოწყობილია საფეხბურთო მოედანი და სრულად აღჭურვილი სპორტული დარბაზი. გარდა ამისა, მათ მომსახურებას ფიზიოთერაპევტიც უწევს. ყოველწლიურად თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი სპორტული პროექტები წარადგინონ, რომელთაგან ერთს კომპანია სრულად აფინანსებს".
საქართველო 2:0 ბაჰრეინი
საქართველო 2:0 ბაჰრეინი
6 ივნისი 2026
საქართველო 2:0 ბაჰრეინი საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ბაჰრეინის ეროვნული გუნდი დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული მატჩი მასპინძლებმა ორბურთიანი სხვაობით მოიგეს - 2:0.  შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 52-ე წუთზე, ლუკა ლოჩოშვილის დარტყმით გახსნა. 77-ე წუთზე, ზუსტად შესრულებული პენალტით მატჩის საბოლოო ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ დააფიქსირა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 50-ე მატჩი ჩაატარა.  ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ბაჰრეინთან გამარჯვებამდე, ნაკრებმა რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩებს 2026 წლის შემოდგომაზე გამართავს. ერთა ლიგის გათამაშების ახალი სეზონი 25 სექტემბერს, ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო მატჩით დაიწყება.  ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "დღევანდელ შეხვედრაში სამი ცენტრალური მცველით ვითამაშეთ, რადგან ეს მატჩი სექტემბრისთვის მოსამზადებლად უნდა გამოგვეყენებინა. ამხანაგური მატჩები ყოველთვის იმისთვის არის, რომ ოფიციალური თამაშებისთვის მოემზადო. სწორედ ამიტომ ვითამაშეთ ასე. ივნისში, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ, ფეხბურთელებისთვის ყოველთვის რთულია ენერგიის ბოლო რესურსების მობილიზება. ვეცადეთ, მოთამაშეებისთვის დამატებითი მოტივაცია მიგვეცა და მეორე ტაიმი უკეთესი გამოგვივიდა. საერთო ჯამში, ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ, ისევე როგორც პირველი მატჩით. თუმცა, დღევანდელი თამაშით ბოლომდე არ ვარ კმაყოფილი, რაც ბუნებრივია. ზოგჯერ უნდა მიიღო ის ფაქტი, რომ მსგავსი ხასიათის მატჩს დიდი ანგარიშით ვერ იგებ, მაგრამ გამარჯვება მაინც გამარჯვებაა. ასეთი მოგებები გვეხმარება პოზიტიური დინამიკა შევინარჩუნოთ".  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/L6tR30nfMkA.jpg?itok=vj3BSAEP","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=L6tR30nfMkA","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
საქართველო - ბაჰრეინი | ამხანაგური მატჩი თბილისში
საქართველო - ბაჰრეინი | ამხანაგური მატჩი თბილისში
4 ივნისი 2026
5 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბაჰრეინს უმასპინძლებს.  მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართა. ვილი სანიოლთან ერთად მედიის კითხვებს ოთარ კიტეიშვილმა უპასუხა.  ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ბაჰრეინის ნაკრებს ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში საკუთარ კონფედერაციაში საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. ჩვენთვის კი ეს ახალი მეტოქეა და განსხვავებული საფეხბურთო სტილის გუნდია. სასარგებლო მატჩი იქნება ჩვენთვის. ზოგჯერ საინტერესოა განსხვავებულ მეტოქეებთან თამაში. თუ ამ მატჩს სათანადო სერიოზულობით არ მოვეკიდებით, პრობლემები შეგვექმნება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფეხბურთელები ამ შეხვედრისთვის ზუსტად ისე მოემზადებიან, როგორც რუმინეთთან მატჩისთვის მოემზადნენ. ჩაკვეტაძის დაზიანება სერიოზული არ არის, თუმცა ფეხი შეშუპებული აქვს. ხვალ ვერ ითამაშებს, მაგრამ რამდენიმე დღეში ან კვირაში უკეთ იქნება. ხვიჩა კვარაცხელიას ხვალინდელ მატჩს პირველი წუთებიდან დაიწყებს. რაც შეეხება მეკარის პოზიციას - ბაჰრეინთან შეხვედრაში თამაშის საშუალება ლუკა გუგეშაშვილს მიეცემა და იმედი მაქვს კარგ მატჩს ჩაატარებს. ძალიან კარგი შეკრება გამოგვივიდა. ვფიქრობ, ფეხბურთელების მენტალიტეტი მნიშვნელოვნად შეიცვალა. გასული კვირის განმავლობაში მათ საოცრად იმუშავეს - დიდი შრომითა და პროფესიონალიზმით. რუმინეთთან ჩვენი კარგი თამაში სწორედ ამ მიდგომის შედეგი იყო. გვინდა, რომ შეკრება ბაჰრეინთან კარგი მატჩით დავასრულოთ და ლამაზი თამაში ვაჩვენოთ ჩვენს გულშემატკივარს".  ოთარ კიტეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "სანაკრებო დონეზე ბევრი მოსამზადებელი თამაში და დრო არ გვაქვს. რა თქმა უნდა, თითოეული შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვენლოვანია ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად. ბაჰრეინთან თამაში ბოლო ამხანაგური შეხვედრაა ერთა ლიგის დაწყებამდე. მნიშვენლოვანია, რომ კარგად ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ.  ერთა ლიგაზე მარტივ ჯგუფში ნამდვილად არ ვართ, თუმცა სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ".  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/sRb_PWp1JbM.jpg?itok=iFWQcyeX","video_url":"https://youtu.be/sRb_PWp1JbM","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]} საქართველოსა და ბაჰრეინის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 5 ივნისს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი) მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო) ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი)
საქართველო - ბაჰრეინი | 4 ივნისის განრიგი
საქართველო - ბაჰრეინი | 4 ივნისის განრიგი
3 ივნისი 2026
საქართველოს ეროვნული ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. 3 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა არასრული შემადგენლობით მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ის ფეხბურთელები მონაწილებნდნენ, რომლებსაც რუმინეთის წინააღმდეგ შედარებით მცირე სათამაშო დრო ჰქონდათ ან შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.  4 ივნისს, საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს შეხვედრის მასპინძელ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებმადე მატჩზე აკრედიტებული მედიისთვის გაიმართება ოფიციალური პრესკონფერენციები.  4 ივნისის განრიგი განრიგი | მიხეილ მესხი 16:30 - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია 17:00 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში (მედია დაიშვება საწყისი 15 წუთი) 18:30 - ბაჰრეინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია 19:00 - ბაჰრეინის ნაკრები ვარჯიში (მედია დაიშვება საწყისი 15 წუთი) საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი) მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო) ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი)
საქართველო 1:1 რუმინეთი
საქართველო 1:1 რუმინეთი
3 ივნისი 2026
საქართველო 1:1 რუმინეთი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. რუმინეთთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ, ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ბოლო, 129-ე შეხვედრა ჩაატარა. მატჩის დაწყებამდე, ნაკრების რეკორდსმენს სამახსოვრო ჯილდო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცა. გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრები მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე დაწინაურდა. 46-ე წუთზე გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. რუმინეთის ნაკრებმა ანგარიში 55-ე წუთზე, ლუის მუნტიანუს გოლით გაათანაბრა. რუმინეთის წინააღმდეგ სადებიუტო სანაკრებო მატჩი ჩაატარა ირაკლი ეგოიანმა. ნიდერლანდური ექსელსიორის ფეხბურთელი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის მეორე შეხვედრას 5 ივნისს, ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ვფიქრობ, რომ მარტთან შედარებით ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა როგორც ხარისხის, ისე ინტენსივობის კუთხით. ფეხბურთელებმა დღეს ძალიან საინტერესო მატჩი ჩაატარეს. მთლიანად ამ კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ერთად შევიკრიბეთ, ისინი პროფესიონალურად მუშაობდნენ და მთელი კვირის განმავლობაში სერიოზულობით ეკიდებოდნენ საქმეს. ვფიქრობ, დღევანდელი კარგი თამაში სწორედ ამ კარგი მუშაობის შედეგია. სამ დღეში კიდევ ერთი მატჩი გვაქვს და იმედი მაქვს, იმავე ხარისხს შევინარჩუნებთ. ახალმა ფეხბურთელებმა გუნდში ახალი ენერგია და ახალი სული შემოიტანეს და ამ საღამოს ბევრი დადებითი რამ დავინახეთ. ირაკლი ეგოიანს დიდი ხანია ვაკვირდებით, თუმცა გვინდოდა, რომ ჯერ სრულფასოვანი სეზონი ჩაეტარებინა თავის კლუბში. მან ეს საუკეთესოდ გააკეთა. დღეს კი, როცა მოედანზე შევიდა, დარწმუნებული ვარ, თქვენც და მეც ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს უკვე ერთი ან ორი წელია ამ გუნდში თამაშობს. ძალიან საინტერესო იყო მისი ხილვა დღეს და დარწმუნებული ვარ, სამ დღეში ისევ ვიხილავთ მას მოედანზე. გამიმართლა, რადგან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გურამ კაშია მყავდა. კაშიასთან ყოველთვის ვიცოდი, რომ მისი თამაში თითქმის ყოველ ჯერზე უმაღლეს დონეზე იქნებოდა, და სწორედ ამას ველოდები ჩემი ცენტრალური მცველებისგან. ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მატჩიდან მატჩამდე სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში. ამისთვის აუცილებელია, რომ კარგ კლუბში, მაღალ დონეზე, ყოველ კვირას ან თუნდაც კვირაში ორჯერ თამაშობდე, რათა იგივე ხარისხის თამაში ეროვნულ ნაკრებშიც აჩვენო".  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/HtTSRCu-J3o.jpg?itok=df4R3QGR","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=HtTSRCu-J3o","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
საქართველო - რუმინეთი | ამხანაგური მატჩი თბილისში
საქართველო - რუმინეთი | ამხანაგური მატჩი თბილისში
1 ივნისი 2026
2 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მედიის კითხვებს უპასუხა. მთავარ მწვრთნელთან ერთად პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშიაც წარდგა, რომელიც რუმინეთის წინააღმდეგ ეროვნულ გუნდში ბოლო, 129-ე მატჩს გამართავს. ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „როგორც პირველ, ისე მეორე მატჩში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გვაკლია. სამწუხაროდ, ეს ივნისის სანაკრებო პაუზისთვის დამახასიათებელი სიტუაციაა. ამავდროულად, ეს კარგი შესაძლებლობაა სხვა ფეხბურთელებისთვის, ითამაშონ და მეტი სათამაშო დრო მიიღონ, რადგან თუ ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად არ თამაშობ, პროგრესირება რთულია. ამიტომ, მომდევნო ორი მატჩი მათთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. როგორც გურამმა აღნიშნა, ხვალინდელი შეხვედრა რთული იქნება, რადგან რუმინეთი საფეხბურთო ქვეყანაა და ნამდვილი საფეხბურთო ერია. მინდა მადლობა გადავუხადო გურამ კაშიას, განსაკუთრებით იმ რჩევებისა და გამოცდილებისთვის, რომელსაც ის ახალ თაობას გადასცემს. წლების განმავლობაში გურამთან მუშაობის პატივი მქონდა. როგორც მწვრთნელმა და კაპიტანმა, ერთად ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ. გვქონდა არაერთი გულწრფელი საუბარი იმის შესახებ, როგორ უნდა მოვემზადოთ, როგორ ვითამაშოთ და როგორ გავუმკლავდეთ სხვადასხვა სიტუაციას. გულწრფელად ვუსურვებ ყველა მწვრთნელს მსოფლიოში, ჰყავდეს ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამი იყო თავისი გუნდისთვის.“ გურამ კაშია (ეროვნული ნაკრების კაპიტანი): „შეგუებული ვარ, რომ ხვალინდელი მატჩი ჩემთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლო იქნება. გული არაფერზე მწყდება. ძალიან იღბლიანი კარიერა მქონდა, ბევრ რამეს მივაღწიე და მინდა, ეს ყველაფერი გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნო. ხვიჩა კვარაცხელია ძალიან დიდი პროფესიონალი და შესანიშნავი ადამიანია. მისი ხელმძღვანელობით ჩვენს ნაკრებს ძლიერი ლიდერი და კაპიტანი ეყოლება. მის საფეხბურთო თვისებებზე საუბარიც კი ზედმეტია — ის ევროპის საუკეთესო მოთამაშეა. თავადაც უნდა გააცნობიეროს, რამდენად დიდი ფეხბურთელია და ყველამ უნდა ვიამაყოთ იმით, რომ ის ქართველია. იმ პერიოდიდან, როდესაც ნაკრებში მოვედი, დღემდე საოცარი პროგრესი განვიცადეთ. ფეხბურთის ფედერაცია მუდმივად ცდილობს, რომ განვითარებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს და სწორედ ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად მივაღწიეთ უდიდეს წარმატებას. ბოლო ერთი წელი ისეთი არ იყო, როგორც დაგეგმილი გვქონდა, თუმცა დიდი წარმატებების შემდეგ გარკვეული წარუმატებლობა სრულიად ბუნებრივი პროცესია. მოვიდა თაობა, რომელსაც ძალიან ბევრი შეუძლია, თუმცა ამისთვის მეტი გამოცდილება სჭირდება. გუნდი სწორედ ამ გამოცდილების დაგროვების პროცესშია და ვფიქრობ, სექტემბრის შემდეგ სრულიად სხვა სახეს მიიღებს. ნაკრები ახალ ეტაპს დაიწყებს და დარწმუნებული ვარ, იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია.“ საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 2 ივნისს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/yWT6OhFXYLA.jpg?itok=qdqx8-CT","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=yWT6OhFXYLA","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
საქართველო - რუმინეთი | 1 ივნისის განრიგი
საქართველო - რუმინეთი | 1 ივნისის განრიგი
31 მაისი 2026
საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის პირველ შეხვედრას 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს.  თბილისში მიმდინარე საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, 31 მაისს, საქართველოს ნაკრებმა მიხეილ მესხი 2-ზე 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ზურიკო დავითაშვილი ივნისის ამხანაგურ შეხვედრებს ტრავმის გამო გამოტოვებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ხვიჩა კვარაცხელია, ეროვნულ გუნდს მომდევნო დღეებში შეუერთდება. 1 ივნისს, საქართველოსა და რუმინეთის საფეხბურთო ნაკრებები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ. საწვრთნელი პროცესის დაწყებმადე მატჩზე აკრედიტებული მედიისთვის გაიმართება ოფიციალური პრესკონფერენციები.  1 ივნისის განრიგი | მიხეილ მესხი 16:30 - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია 17:00 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში (მედია დაიშვება საწყისი 15 წუთი) 19:00 - რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია  19:30 - რუმინეთის ნაკრები ვარჯიში (მედია დაიშვება საწყისი 15 წუთი) საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი) მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო) ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი) მატჩების განრიგი 2 ივნისი, 21:00 | საქართველო - რუმინეთი | ბილეთები 5 ივნისი, 20:00 | საქართველო - ბაჰრეინი | ბილეთები
ეროვნულმა ნაკრებმა შეკრების მეორე ვარჯიში გამართა
ეროვნულმა ნაკრებმა შეკრების მეორე ვარჯიში გამართა
27 მაისი 2026
საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთთან და ბაჰრეინთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.  27 მაისს, მიხეილ მესხი 2-ზე შეკრების მეორე ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, დავით კერესელიძე და საბა ხარებაშვილი სანაკრებო შეკრებას საკლუბო მატჩების შემდეგ შეუერთდებიან.  მოახლოებული მატჩების შესახებ ეროვნული გუნდის და იტალიური ფროზინონეს შემტევმა, გიორგი კვერნაძემ ისაუბრა.  გიორგი კვერნაძე (ეროვნული ნაკრების წევრი): "ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს.  ნაყოფიერი საკლუბო სეზონი მქონდა. მივაღწიეთ დასახულ მიზანს და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ წარმატებული ასპარეზობა ეროვნულ ნაკრებშიც გავაგრძელო".  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/46rNB3J4arM.jpg?itok=Dfw7lRJM","video_url":"https://youtu.be/46rNB3J4arM","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]} ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს. 5 ივნისს, ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი) მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო) ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი) მატჩების განრიგი 2 ივნისი, 21:00 | საქართველო - რუმინეთი | ბილეთები 5 ივნისი, 20:00 | საქართველო - ბაჰრეინი | ბილეთები
გიორგი მიქაუტაძე ნაკრებს ამხანაგურ მატჩებში ვერ დაეხმარება
გიორგი მიქაუტაძე ნაკრებს ამხანაგურ მატჩებში ვერ დაეხმარება
26 მაისი 2026
ივნისის ამხანაგურ მატჩებში ტრავმის გამო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე ვერ დაეხმარება. ქართველმა ფორვარდმა ტრავმა ლა ლიგის ბოლო ტურში, მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო. ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი 2 ივნისს რუმინეთს შეხვდება, ხოლო 5 ივნისს ბაჰრეინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრებმა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
25 მაისი 2026
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის ამხნაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო.  შეკრების პირველი ვარჯიში 25 მაისს, მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა: ლუკა გუგეშაშვილი, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, ივა გელაშვილი, ილია ბერიაშვილი, ირაკლი აზაროვი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ნიკა გაგნიძე, ირაკლი ეგოიანი, გიზი მამაგეიშვილი, გიორგი კვერნაძე, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ქვილითაია.  ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს. 5 ივნისს, ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მოახლოებული მატჩების შესახებ ეროვნული გუნდის და რუმინული კრაიოვას ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრა.  ანზორ მექვაბიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): „დავიწყეთ მზადება მოახლოებული მატჩებისთვის. რა თქმა უნდა, რთულია ხანგრძლივი სეზონის შემდეგ ამხანაგური მატჩების ჩატარება, თუმცა ეს ბოლო თამაშებია ერთა ლიგამდე. რუმინეთთან საინტერესო მატჩს ველი. კარგად ვიცი მათი ძლიერი მხარეები. ჩვენს მსგავსად, კარგად იასპარეზეს ევროპის ჩემპიონატზე. ახალი მწვრთნელი და ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ. არ იქნება მარტივი თამაში, თუმცა, ვფიქრობ, ყველა სერიოზულად არის განწყობილი და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შეკრებას ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად".  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/dqKMJZXSAPA.jpg?itok=b1HqnpJL","video_url":"https://youtu.be/dqKMJZXSAPA","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]} საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი) მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო) ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი) მატჩების განრიგი 2 ივნისი, 21:00 | საქართველო - რუმინეთი | ბილეთები 5 ივნისი, 20:00 | საქართველო - ბაჰრეინი | ბილეთები
ვილი სანიოლის და ალექსანდრე იაშვილის პრესკონფერენცია
ვილი სანიოლის და ალექსანდრე იაშვილის პრესკონფერენცია
22 მაისი 2026
საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 25 მაისს დაიწყებს.  ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს. 5 ივნისს, ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ტრადიციულად, შეკრების დაწყებამდე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის ალექსანდრე იაშვილის პრესკონფერენცია გაიმართა.  ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ამ პერიოდში, განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ამხანაგური მატჩების ორგანიზება ყოველთვის რთულია, თუმცა ფედერაციის ძალისხმევით, რუმინეთთან და ბაჰრეინთან თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. რუმინეთი ძლიერი გუნდია, რომელსაც ბევრი საინტერესო ფეხბურთელი ჰყავს. ბაჰრეინი კი განსხვავებული დონის მეტოქეა და, შესაძლოა, სხვა მოთამაშეებსაც მივცეთ თავის გამოჩენის შანსი, რათა მათ ეროვნულ ნაკრებში მეტი თავდაჯერებით დაიწყონ თამაში. ორი განსხვავებული სტილისა და დონის მეტოქესთან თამაში საინტერესო იქნება, თუმცა ამხანაგური მატჩი მხოლოდ სახელით არის ამხანაგური -  ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვთამაშობთ. მნიშვნელობა არ აქვს მეტოქე რუმინეთი იქნება თუ ბაჰრეინი, ორივე შეხვედრის მოგება გვსურს. შესაძლოა განსხვავებული შემადგენლობა და როტაცია ვიხილოთ, თუმცა ეს მატჩები სექტემბრისა და ერთა ლიგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ირაკლი ეგოიანზე რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ ფიქრი. მარტში არ გამოვიძახეთ, რადგან ახალგაზრდულ ნაკრებს მნიშვნელოვანი ოფიციალური თამაშები ჰქონდა. მისი სეზონი ძალიან მომეწონა. პროგრესი ეტყობოდა, განსაკუთრებით ინტენსივობასა და თამაშის სტილში. დარწმუნებული ვარ, გუნდს დადებით ენერგიას შესძენს, თუმცა მისთვის ეს პირველი გამოძახებაა ეროვნულ ნაკრებში და გარკვეული დრო დასჭირდება, რათა ჩვენს მოთხოვნებსა და სათამაშო ფილოსოფიას შეეჩვიოს. როცა შემადგენლობას ვადგენ, ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელების არჩევას ვცდილობ. მარტში მამაგეიშვილმა კარგად წარმოაჩინა თავი. მისთვის ეს ახალი პოზიციაა და ამ მიმართულებით განვითარება სჭირდება, თუმცა ვფიქრობ, მომავალში, შესაძლოა, ძალიან კარგი არჩევანი გახდეს. სექტემბერში კაკაბაძე დაგვიბრუნდება. ბოლო პერიოდში ცენტრალური დაცვის ხაზშიც სხვადასხვა ფეხბურთელი გამოვცადეთ - გადრანი, ბერიაშვილი და სხვები, თუმცა მუდმივად ექსპერიმენტები გაკეთება შეუძლებელია. როცა კონკრეტულ მოთამაშეებზე არჩევანს ვაკეთებთ, მათთან მუშაობა და განვითარება გვჭირდება, რადგან ასე გუნდი უფრო ძლიერი ხდება. საინტერესო სეზონი ჰქონდა თორნიკე ძოწენიძეს. ჩვენ ყველა ფეხბურთელს ყურადღებით ვაკვირდებით. თუ კონკრეტულ მომენტში ვინმეს არ ვიძახებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ის საკმარისად კარგი არ არის. საჭიროა მუშაობის გაგრძელება - შანსი აუცილებლად მოვა და ის უნდა გამოიყენო. თუ გურამ კაშიას ყველა დადებით თვისებაზე დავიწყებ საუბარს, ალბათ, მთელ საღამოს აქ გავატარებთ. რთულია იმის აღწერა, რა გავლენა ჰქონდა მას გუნდზე, ფეხბურთელებზე და მთლიანად ქართულ ფეხბურთზე. ჩემთვის ის გამორჩეული კაპიტანი და, პირველ რიგში, შესანიშნავი ადამიანია. მიყვარს ის არა მხოლოდ როგორც კაპიტანი, არამედ როგორც პიროვნება. მასთან მუშაობა უდიდესი სიამოვნება იყო და ჩემი კარი მისთვის ყოველთვის ღია იქნება. ხვიჩა კვარაცხელია ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელია. მასში ერთი რამ განსაკუთრებით მომწონს - მისი დამოკიდებულება. რაც არ უნდა მოხდეს, ის ყოველთვის ცდილობს ყოველდღიურად უკეთესი გახდეს. ეს არის გამარჯვებულის მენტალიტეტი. ეროვნულ გუნდთან მისი დამოკიდებულებაც სწორედ ამას აჩვენებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ თქვა, რომ ამხანაგურ მატჩებზეც აუცილებლად უნდა იყოს გუნდთან, რადგან დახმარება სურს. ის მხოლოდ შესანიშნავი ფეხბურთელი კი არა, ძალიან კარგი კაპიტანი არის. ბევრი ფეხბურთელი წარუმატებელი მატჩების შემდეგ მხოლოდ თავის გამართლებას ცდილობს, თუმცა მხოლოდ უმაღლესი დონის მოთამაშეები პოულობენ გამოსავლას რთული სიტუაციიდან და ხვიჩა სწორედ ასეთია".  ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): „2 ივნისს გურამ კაშია ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლო მატჩს გამართავს. ძალიან მნიშვენლოვანი იყო, რომ ძლიერი მეტოქე გვყოლოდა და თბილისში გვეთამაშა. ასევე, აუცილებელი იყო მეორე შეხვედრაც თბილისში ჩაგვეტარებინა, რადგან ხანგრძლივი სეზონის შემდეგ გუნდს ნაკლები ემგზავრა.  მნიშვნელოვანია, ორივე მატჩში წარმატების მიღწევა, რადგან სექტემბრის ოფიციალურ შეხვედრებს თავდაჯერებულად შევხვდეთ. კონცენტრირებულები ვართ მოახლოებულ ამხანაგურ მატჩებზე და ერთა ლიგისთვის მზადებაზე. თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანია ამ ჯგუფში გავიმარჯვოთ". {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/dWhtt6LxSdw.jpg?itok=j1bNctfn","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=dWhtt6LxSdw","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
შემადგენლობა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის
შემადგენლობა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის
20 მაისი 2026
საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 25 მაისს დაიწყებს.  ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი ორ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს. 5 ივნისს, ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.  მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია - ნიდერლანდური ექსელსიორის 22 წლის ნახევარმცველი ირაკლი ეგოიანი.  საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი) მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო) ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი) მატჩების განრიგი 2 ივნისი, 21:00 | საქართველო - რუმინეთი | ბილეთები 5 ივნისი, 20:00 | საქართველო - ბაჰრეინი | ბილეთები მედიის საყურადღებოდ 22 მაისს, 13:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ვილი სანიოლის და ალექსანდრე იაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციაზე დასწრების მსურველმა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შესაბამისი მოთხოვნით, 21 მაისის ჩათვლით მიმართეთ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს - [email protected] ივნისის ამხანაგური მატჩები | მედია აკრედიტაცია