საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
6 ივნისი 2025

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის შეკრების ფარგლებში მეორე ამხანაგურ მატჩს კაბო-ვერდეს წინააღმდეგ, ქუთაისში გამართავს. 

ჩვენი გუნდი ქუთაისში 7 ივნისს გაემგზავრება და მატჩის მასპინძელ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ივარჯიშებს. ვარჯიშის დაწყებამდე გაიმართება მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია.

აკრედიტებული მედიის საყურადღებოდ: საქართველო - კაბო-ვერდეს მატჩის აკრედიტაციები 7 ივნისს, რამაზ შენგელიას სტადიონზე, 16:00-დან 17:30 საათამდე, მედიის სამუშაო სივრცეში გაიცემა. 

7 ივნისის განრიგი | რამაზ შენგელია

  • 18:00 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
  • 18:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)
  • 19:30 კაბო-ვერდეს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია 
  • 20:00 კაბო-ვერდეს ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)

საქართველო - კაბო-ვერდეს დაპირისპირება რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

დაცვა: გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), ივა გელაშვილი (იბერია 1999, თბილისი), გურამ გიორბელიძე (ერზურუმსპორი, თურქეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (შერიფი, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), გიორგი გაგუა (ისტრა 1961, ხორვატია), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, აზერბაიჯანი)