სასტუმრო პარაგრაფ თბილისი ეროვნული ნაკრების სახლი გახდა

სასტუმრო პარაგრაფ თბილისი ეროვნული ნაკრების სახლი გახდა
14 მარტი 2025

14 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სასტუმრო პარაგრაფს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

შეთანხმების ფარგლებში, სასტუმრო პარაგრაფ თბილისი 2025 წლის ბოლომდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მასპინძელი სასტუმრო იქნება. 

ხელშეკრულებას სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და სასტუმრო პარაგრაფ თბილისის ფინანსურმა დირექტორმა, ამირან მსუქნიშვილმა მოაწერეს. 

დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): „პირველ რიგში მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სასტუმრო პარაგრაფ თბილისს. დღეს უკვე ოფიციალურად, სასტუმრო პარაგრაფი ჩვენი პარტნიორი გახდა და ეროვნული ნაკრების მასპინძელი სახლი სწორედ ეს სასტუმრო იქნება. დარწმუნებული ვარ, როგორც მათთვის, ისე ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის ეს იქნება წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც, ამ ეტაპზე, 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება". 

ამირან მსუქნიშვილი (პარაგრაფ თბილისის ფინანსური დირექტორი): "პარაგრაფ თბილისისთვის დიდი პატივია საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მასპინძლობა. ვუსურვებთ წარმატებებს ჩვენს საამყო გუნდს"