U15 | სასელექციო შეკრება თბილისში
U15 | სასელექციო შეკრება თბილისში
23 მაისი 2025
20-21 მაისს, თბილისში, დიდი დიღმის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, 15-წლამდე ვაჟთა შორის სასელექციო თამაშები გაიმართა, რომელსაც საქართველოს 16-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი - გიორგი ჩიტაური ხელმძღვანელობდა. სასელექციო ხასიათის პროექტი, რომელიც ივნისში დასრულდება, პირველ ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავდა და მასში 72 ბავშვი მონაწილეობდა, სადაც 20 ახალგაზრდა მოთამაშე იქნა შერჩეული. მეორე ეტაპი, ივნისში, ანალოგიური ფორმატით უკვე დასავლეთ საქართველოს მასშტაბით განხორციელდება. სასელექციო პროექტი კი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ნაკრებთა მატჩით დასრულდება. {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/BpgpHDPfVLU.jpg?itok=qspUNFxJ","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=BpgpHDPfVLU","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები ერევნის განვითარების თასის გამარჯვებულია
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები ერევნის განვითარების თასის გამარჯვებულია
12 მაისი 2025
საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ერევანში გამართული განვითარების თასის გათამაშება უზბეკეთთან გამარჯვებით და 3 ქულით დაასრულა - 0:3. ამ მოგებით, გიორგი ჩიტაურის გუნდმა ტურნირზე 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ჩვენმა ასაკობრივმა, პირველ ტურში, ტურნირის დებულების თანახმად, ძირითად დროში დაფიქსირებული ფრის შემდეგ პირდაპირ დანიშნულ პენალტების სერიაში ლატვიას მოუგო და 2 ქულა მოიპოვა; ხოლო მეორე ტურში, იდენტური სცენარის შემდეგ თერთმეტმეტრიანებში მასპინძელ სომხეთთან დამარცხდა და 1 ქულა მოიპოვა. გიორგი ჩიტაურის ფორმაციის 15-წლამდე ნაკრებმა, ერევანში გამართული განვითარების თასი 2022 წლის მაისშიც მოიგო. 8 მაისი | ლატვია 1:1 [2:4] საქართველო 10 მაისი | სომხეთი 2:2 [5:3] საქართველო 12 მაისი | უზბეკეთი 0:3 საქართველო დღევანდელ შეხვედრაში, თავი გუნდის კაპიტანმა - ანდრია ფოცხვერიამ, დავით მაჭარაშვილმა და ნიკოლოზ დუნდუამ გამოიჩინეს. დუნდუამ, გოლების გატანა სომხეთთან (დუბლი) და ლატვიასთან მატჩებშიც შეძლო. ნიკოლოზ დუნდუა, 4 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო თორნიკე კვარაცხელია ტურნირის საუკეთესო მოთამაშე. U15 | შემადგენლობა მეკარეები: ოთარ გურიელი (დინამო თბილისი), ლუკა ფუტკარაძე (დინამო თბილისი), ილია ხუნწალია (სფფ-ის რუხის აკადემია). მცველები: ანდრია ფოცხვერია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ თომაევი (დინამო თბილისი), გეგა ამაღლობელი (პორტუს ბათუმი), ლუკა პაჭკორია (სფფ-ის რუხის აკადემია), ნიკოლოზ კობზონაძე (დინამო თბილისი), თორნიკე ფილაური (დინამო თბილისი), დაჩი დგებუაძე (35-ე სკოლა). ნახევარმცველები: ალექსანდრე ჩიქოვანი (დინამო თბილისი), მარკოს თოდუა (მადრიდის ატლეტიკო, ესპანეთი), დავით მაჭარაშვილი (დინამო თბილისი), ანდრია ოჩიგავა (დინამო თბილისი), რობი ფერიაშვილი (გლდანი), გაბრიელ გოგუა (დინამო თბილისი), ერეკლე კაკულია (სელერო), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), სანდრო ბინიაშვილი (დინამო თბილისი), დემეტრე ქურასბედიანი (დინამო თბილისი), გეგა ავალიანი (სელერო). თავდამსხმელები: ნიკოლოზ დუნდუა (გლდანი), ლევან ჭიკაიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ სახვაძე (დინამო თბილისი).
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები უეფას განვითარების თასზე მიიღებს მონაწილეობას
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები უეფას განვითარების თასზე მიიღებს მონაწილეობას
6 მაისი 2025
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები, ერევანში უეფას განვითარების თასზე მიიღებს მონაწილეობას. გიორგი ჩიტაურის გუნდი, 8-12 მაისს, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანზე - ლატვიას, უზბეკეთს და მასპინძელ სომხეთს დაუპირისპირდება. 8 მაისი - 13:00 | ლატვია - საქართველო 10 მაისი - 11:00 | სომხეთი - საქართველო 12 მაისი - 15:00 | უზბეკეთი - საქართველო U15 | შემადგენლობა მეკარეები: ოთარ გურიელი (დინამო თბილისი), ლუკა ფუტკარაძე (დინამო თბილისი), ილია ხუნწალია (სფფ-ის რუხის აკადემია). მცველები: ანდრია ფოცხვერია (დინამო თბილისი), გივი კვარაცხელია (გლდანი), ნიკოლოზ თომაევი (დინამო თბილისი), გეგა ამაღლობელი (პორტუს ბათუმი), ლუკა პაჭკორია (სფფ-ის რუხის აკადემია), ნიკოლოზ კობზონაძე (დინამო თბილისი), თორნიკე ფილაური (დინამო თბილისი), დაჩი დგებუაძე (35-ე სკოლა). ნახევარმცველები: ალექსანდრე ჩიქოვანი (დინამო თბილისი), მარკოს თოდუა (მადრიდის ატლეტიკო, ესპანეთი), დავით მაჭარაშვილი (დინამო თბილისი), ანდრია ოჩიგავა (დინამო თბილისი), რობი ფერიაშვილი (გლდანი), გაბრიელ გოგუა (დინამო თბილისი), ერეკლე კაკულია (სელერო), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), სანდრო ბინიაშვილი (დინამო თბილისი), დემეტრე ქურასბედიანი (დინამო თბილისი), გეგა ავალიანი (სელერო). თავდამსხმელები: ნიკოლოზ დუნდუა (გლდანი), ლევან ჭიკაიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ სახვაძე (დინამო თბილისი).
U15 | სომხეთი 1:0 საქართველო
U15 | სომხეთი 1:0 საქართველო
12 მაისი 2023
საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ერევნის ოთხთა ტურნირი მასპინძელ სომხეთთან მატჩით დაასრულა, სადაც 15-წლამდელები სომეხ თანატოლებთან მინიმალური სხვაობით - 1:0 დამარცხდნენ...
U15 | კვიპროსი 1:2 საქართველო
U15 | კვიპროსი 1:2 საქართველო
10 მაისი 2023
საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ერევანში მიმდინარე საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე მეორე მატჩი ჩაატარა, სადაც 15-წლამდელებმა კვიპროსელი თანატოლების დამარცხება შეძლო - 2:1...
U15 | ლატვია 2:0 საქართველო
U15 | ლატვია 2:0 საქართველო
8 მაისი 2023
საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, სომხეთში მიმდინარე ამხანაგურ საერთაშორისო სამთა ტურნირზე, პირველი მატჩი ლატვიის ასაკობრივი გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და 2:0 დამარცხდა...
15-წლამდე ნაკრები ერევანში, საერთაშორისო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას
15-წლამდე ნაკრები ერევანში, საერთაშორისო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას
2 მაისი 2023
საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ასაკობრივი ნაკრები, 7 მაისს ერევანში მიემგზავრება, სადაც საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი ხიზანიშვილის გუნდი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკური ცენტრს ბაზაზე 23-კაციანი შემადგნელობით შეიკრიბა. U15 | შემადგნელობა მეკარეები: დაჩი ჩოჩოშვილი (დინამო თბილისი), სანდრო კუპატაძე (35-ე სკოლა), გიორგი ბაშარული (დინამო თბილისი). მცველები: შოთა დიაკონიძე (დინამო თბილისი), საბა კვირკველია (დინამო თბილისი), გლიბ კატკოვი (ინტერის აკადემია | საქართველო), მათე შათირიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ჭეხანი (ზუგდიდის აკადემია), გიორგი ლომიძე (დინამო თბილისი), ანდრია ქობულიძე (ინტერის აკადემია | საქართველო), დაჩი ლორია (ინტერის აკადემია | საქართველო), გიორგი სამხარაძე (დინამო თბილისი). ნახევარმცველები: ლუკა ციკოლია (დინამო თბილისი), ანდრია ნიჟარაძე (დინამო თბილისი), ნოდარ დიხამინჯია (ინტერის აკადემია | საქართველო), საბა მარსაგიშვილი (ინტერის აკადემია | საქართველო), დაჩი შენგელია (საბურთალო), კობა კაკაშვილი (დინამო  თბილისი), ლუკა ჯაბუა (ზუგდიდის აკადემია), გიორგი ფილფანი (ავაზა), გიგა ბულია (ზუგდიდის აკადემია). თავდამსხმელები: ნიკა გოლავა (დინამო თბილისი), ანდრია ეკუტიძე (დინამო თბილისი). U15 | მატჩების განრიგი 8 მაისი | ლატვია V საქართველო | 14:00 10 მაისი | კვიპროსი V საქართველო | 14:00 12 მაისი | სომხეთი V საქართველო | 16:00 15-წლამდე ნაკრების მატჩებს, ერევანში მდებარე სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანი უმასპინძლებს.
U15 | სომხეთი 0:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
U15 | სომხეთი 0:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
12 მაისი 2022
გიორგი ჩიტაურის გუნდმა, ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა...
U15 | მოლდოვა 2:2 საქართველო
U15 | მოლდოვა 2:2 საქართველო
10 მაისი 2022
15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ერევანში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე მეორე შეხვედრა ჩაატარა...
U15 | საქართველო 3:1 ლიბანი
U15 | საქართველო 3:1 ლიბანი
8 მაისი 2022
15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ერევანში მიმდინარე უეფას...
15 და 16-წლამდე ასაკობრივი გუნდები ამხანაგურ ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას
15 და 16-წლამდე ასაკობრივი გუნდები ამხანაგურ ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას
5 მაისი 2022
საქართველოს 16 და 15-წლამდე ასაკობრივი გუნდები, მაისში ამხანაგურ ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას...
15-წლამდელებმა თურქეთი მეორედაც დაამარცხეს
15-წლამდელებმა თურქეთი მეორედაც დაამარცხეს
28 მაისი 2019
საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა თურქეთთან და ამჯერად 3:2 იმარჯვა. პირველ მატჩში ჩვენებმა 2:0 მოიგეს. ზურაბ ხიზანიშვილმა შემადგენლობა მთლიანად შეცვალა და პირველი ტაიმი მეტოქის უპირატესობით დასრულდა (1:2), თუმცა შესვენების შემდეგ ჩვენმა გუნდმა თამაშის შემოტრიალება მოახერხა. გოლები ლუკა ჯაჭვლიანმა და ლუკა წულუკიძემ (ორჯერ) გაიტანეს. მაქაცარია, ბაგრატიონი, ოჩიგავა, გოგებაშვილი, ლაბაძე, დავრაშელიძე, მესხი, ჯაჭვლიანი, დასენი, ჩოფიკაშვილი, ჯანაშია. შეცვლაზე შევიდნენ: ხიმშიაშვილი, სიორდია, გეგიაძე, ხაბულიანი, თოდუა, შიოლაშვილი, ლაცაბიძე, წულუკიძე, პირტახია.