15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევნის განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა

15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევნის განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
12 მაისი 2026

15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ერევნის განვითარების თასზე მონაწილეობა დაასრულა. ალექსანდრე კობახიძის გუნდი, 8-დან 12 მაისის ჩათვლით, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანზე - მოლდოვას, უზბეკეთს და მასპინძელ სომხეთს დაუპირისპირდა. 

ტურნირზე, ჩვენმა ასაკობრივმა სამივე მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ძირითადი დროის დასრულების შემდეგ დანიშნულ პენალტების სერიაში ორჯერ დამარცხდა, ხოლო ერთ მატჩში გამარჯვება მოიპოვა.

8 მაისი | მოლდოვა 1:1 [3:2] საქართველო
10 მაისი | უზბეკეთი 1:1 [3:5] საქართველო
12 მაისი | სომხეთი 2:2 [2:1] საქართველო