U16 | სამხრეთ აფრიკა 0:3 საქართველო

U16 | სამხრეთ აფრიკა 0:3 საქართველო
4 აპრილი 2026

შემადგენლობა და მატჩის ოქმი - სამხრეთ აფრიკა 0:3 საქართველო

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა, ბულგარეთში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე, პირველი მატჩი ჩაატარა და მეტოქეს, 3 უპასუხო გოლით - 3:0 სძლია.

სამხრეთ აფრიკასთან შეხვედრაში, ანგარიში მე-15-ე წუთზე ჯუმბერ დუმბაძემ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის 56-ე და 67-ე წუთებზე თავი დუბლით ნიკოლოზ სახვაძემ გამოიჩინა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი, შემდეგ მატჩს ორშაბათს, 6 აპრილს, 16:00 საათზე, მასპინძელი ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.

6 აპრილი | ბულგარეთი V საქართველო | 16:00
8 აპრილი | კოსოვო V საქართველო | 12:00