საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში მასპინძელი ქვეყნის ასაკობრივ გუნდთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა. 20 აგვისტოს, ალექსანდრე კობახიძის გუნდი 1:0 დამარცხდა, ხოლო დღეს 16-წლამდელებმა მატჩი ისევ მინიმალური სხვაობით - 2:1 დათმეს.
აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს 2027 წლის შემოდგომაზე ჩაატარებს.
მანამდე კი 2010 წელს და შემდგომ წლებში დაბადებულთა გიორგი ჩიტაურის 17-წლამდე ნაკრები, საკვალიფიკაციო რაუნდს ნოემბერში დაიწყებს, მატჩები კი საქართველოში გაიმართება.
11 ნოემბერი | ავსტრია V საქართველო
14 ნოემბერი | ყაზახეთი V ავსტრია
17 ნოემბერი | საქართველო V ყაზახეთი
