- შემადგენლობა და მატჩის ოქმი - საქართველო 2:1 აზერბაიჯანი
საქართველოს 18-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე აზერბაიჯანის ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე მეორე ამხანაგურ მატჩში - 2:1 დაამარცხა.
ვასილ მაისურაძის გუნდიდან, 64-ე წუთზე ანგარიში ლუკა პარკაძემ გაათანბრა. ხოლო 74-ე წუთზე გივი ხაჩიძემ 18-წლამდელები დააწინაურა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფორმაციის ნაკრები, 2023 წლის შემოდგომაზე 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.
