- შემადგენლობა და მატჩის გვერდი - ლუქსემბურგი 1:1 საქართველო
საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა, დღეს დიფერდანჟში ლუქსებურგის 19-წლამდე გუნდთან პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელიც ფრედ - 1:1 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში, 26-ე წუთზე, ალეკო ბასილაძემ გახსნა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა - 0:1.
მასპინძლებმა ანგარიში 38-ე წუთზე, ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ გაათანაბრეს - 1:1. შემდეგ შეხვედრას ლუქსემბურგის წინააღმდეგ, 18-წლამდელები 16 თებერვალს, ისევ 21:00 საათზე ჩაატარებენ.
16 თებერვალი | ლუქსემბურგი V საქართველო | 18:00
