U18 | ლუქსემბურგთან მეორე ამხანაგური მატჩიც ფრედ დასრულდა

U18 | ლუქსემბურგთან მეორე ამხანაგური მატჩიც ფრედ დასრულდა
16 თებერვალი 2023

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა, დღეს დიფერდანჟში ლუქსემბურგის ტურნე დაასრულა. მასპინძლებთან მეორე ამხანაგური მატჩი ისევ ფრედ - 1:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში, მე-15 წუთზე, მასპინძელთა კაპიტანმა, ლეონ ელშანიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა და ლუქსემბურგი დააწინაურა.

ჩვენმა ასაკობრივმა ანგარიში 38-ე წუთზე გაათანაბრა - ლუკა ფრიდონიშვილის მიერ ჩამოწოდებულ კუთხურს, მეტოქის საჯარიმოში გიორგი ნიკოლაიშვილი გამოეხმაურა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.