24 მარტი | საქართველო V ფინეთი | 15:00
26 მარტი | საქართველო V პორტუგალია | 18:00
28 მარტი | საქართველო V ავსტრია | 15:00
საქართველოს 18-წლამდე ნაკრები, პორტუგალიაში გასამართ ოთხთა ტურნირზე მიემგზავრება. ვასილ მაისურაძის გუნდი 24 მარტს, ფინეთს დაუპირისპირდება; 26 მარტს, მასპინძელ პორტუგალიას შეხვდება და დასკვნით მატჩს 28 მარტს, ავსტრიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
აღნიშნული მატჩებისთვის, ვასილ მაისურაძემ 21 ფეხბურთელი გამოიძახა. შეხვედრების შესახებ სხვა დამატებითი სახის ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
U18 | შემადგენლობა
მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), რევაზ კურტანიძე (საბურთალო), გიორგი ბედიაშვილი (გაგრა).
მცველები: გიორგი ნიკოლაიშვილი (საბურთალო), ალექსანდრე ნარიმანიძე (საბურთალო), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), თენგო გობეშია (დინამო თბილისი), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი მეფარიშვილი (დინამო თბილისი), გელა სადღობელაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), ნიკოლოზ ცეცხლაძე (დინამო თბილისი), დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო თბილისი), საბა გეგუჩაძე (საბურთალო), ნიკოლოზ ყველაშვილი (საბურთალო), გივი ხაჩიძე (საბურთალო), ლუკა ფრიდონიშვილი (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: ლუკა პარკაძე (გაგრა), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).
