U18 | ფინეთი 1:1 საქართველო

U18 | ფინეთი 1:1 საქართველო
24 მარტი 2023

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა, პორტუგალიის ოთხთა ტურნირზე პირველი მატჩი ჩაატარა. ვასილ მაისურაძის გუნდის და ფინელი თანატოლების მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში შეცვლაზე შესულმა ლაურიე ლაინემ 50-ე წუთზე გახსნა, ხოლო ანგარიში მატჩის მიწურულს, დამატებული დროის პირველ წუთზე ნიკოლოზ ნინიძემ გაათანაბრა.

შემდეგ შეხვდრას, ჩვენი ასაკობრივი ამხანაგური ტურნირის მასპინძელთან - პორტუგალიასთან 26 მარტს, 18:00 საათზე გამართავს, ხოლო ბოლო მატჩში 18-წლამდელები 28 მარტს, ავსტრიას დაუპირისპირდებიან.

? მატჩის ჩანაწერი

26 მარტი | საქართველო V პორტუგალია | 18:00 
28 მარტი | საქართველო V ავსტრია | 15:00