19-წლამდელებმა მოლდოვის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულეს

19-წლამდელებმა მოლდოვის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულეს
11 ივნისი 2025

საქარტველოს 19-წლამდე ნაკრებმა მოლდოვაში საერთაშორისო ტურნირზე მიიღო მონაწილეობა. 

ვასილ მაისურაძის გუნდმა სამი მატჩი გამართა. სასტარტო შეხვედრაში ჩვენი გუნდი მოლდოვის 19-წლამდე ნაკრებთან 2:1 დამარცხდა. მეორე შეხვედრა, მასპინძელთა 20-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ფრედ, 0:0 დასრულდა, თუმცა 11-მეტრიანების სერიაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. დასვკნითი შეხვედრა საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა სომხეთის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 4:0 დაამრაცხა.

აღნიშნული ასაკობრივი გუნდი, ნოემბერში (12-18 ნოემბერი) 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაერთვება, სადაც ხორვატიაში - სერბეთს, გიბრალტარს და მასპინძელ ხორვატიას დაუპირისპირდება.