U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო

U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
5 აგვისტო 2025

შემადგენლობა და მატჩის გვერდი - მონტენეგრო 2:1 საქართველო

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, დღეს, მონტენეგროს ქალაქ ბერანეში მასპინძელი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებთან პირველი ახმანაგური მატჩი გამართა და მინიმალური სხვაობით 2:1 დამარცხდა.

ვასილ მაისურაძის გუნდი, მონტენეგროს წინააღმდეგ მეორე ტესტ-მატჩს 7 აგვისტოს, 21:00 საათზე, ისევ ბერანეს მუნიციპალურ სტადიონზე გამართავს.

დღევანდელ მატჩში, ჩვენი გუნდიდან სხვაობის შემცირება 81-ე წუთზე ნიკოლოზ გვაზავამ შეძლო, რომელიც დანილ დუპლის მიერ ჩამოწოდებულ კუთხურს ზუსტი დარტყმით გამოეხმაურა.