19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ასპარეზობა დაასრულა

19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ასპარეზობა დაასრულა
18 ნოემბერი 2025

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, ხორვატიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. 

ვასილ მაისურაძის გუნდი მასპინძელ ხორვატიასთან 2:0 დამარცხდა, სერბეთის ნაკრებთან კი 3:1 წააგო, შეხვედრაში ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე საბა ნიორაძემ გაიტანა.

ჯგუფის ბოლო მატჩში, ჩვენმა გუნდმა ჰალიდ დოლტმურზიევის გოლით გიბრალტარს სძლია და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

ევრო 2026 | საკვალიფიკაციო რაუნდი

12 ნოემბერი | ხორვატია 2:0 საქართველო
15 ნოემბერი | სერბეთი 3:1 საქართველო

18 ნოემბერი | გიბრალტარი 0:1 საქართველო